საზოგადოება

“ქართული ოცნების” მხარდაჭერის გამო, 4 თვის ორსულს მანქანის დაჯახებით მემუქრებოდნენ”

თინათინ ნიბლოშვილი საკრებულოს ახალი წევრია. ის პროფესიით იურისტია, მისი კარიერა სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტურ გაზეთ „ახალგაზრდა იურისტში“ დაიწყო, შემდეგ იყო პროტესტი ქვეყანაში არსებულ უსამართლო რეჟიმზე, მუქარა, შანტაჟი, დაშინება, თუმცა, არაფერს შეუშინდა. „რეიტინგი“ თინათინ ნიბლოშვილს უფრო ახლოდან გაგაცნობთ.

– თინათინ, თქვენს შესახებ გვაიმბეთ…

– სახელმწიფო უნივერსიტეტში ვსწავლობდი, იურიდიულ ფაკულტეტზე, მაშინ „ნაციონალური მოძრაობა“ აქტიურად ცდილობდა აქტიურად ჩარათულიყო სტუდენტურ ცხოვრებაში. ასე ვთქვათ, სტუდენტური თვითმმართველობის სახით ერთ-ერთი ფლანგი შეექმნა. იმ პერიოდში ჩამოყალიბდა სტუდენტური თვითმმართველობები და მეგობრებთან ერთად დავიწყეთ კრიტიკული სტატიების წერა, სტუდენტებმა ყველაფრის გულღიად და ალალად გაპროტესტება დავიწყეთ. სწორედ აქედან დაიწყო ჩემი აქტიური სამოქალაქო ცხოვრება.

– მაშინ განსხავავებულებს დევნიდნენ, არ გეშინოდათ?

– კი ბატონო, იყო განსხვავებული აზრის დევნა, მუქარის შემცველი შეხვედრები. მაშინდელი პოლიტიკური ძალები კურირებდნენ სტუდენტურ თვითმმართველობას… აქედან გამომდინარე,  მოვხვდი ოპოზიციაში. ეს იყო 2004 -2005 წწ . შემდეგ ახალგაზრდებმა, ვისაც გვქონდა განსხვავებული აზრი, არასამთავრობო ორგანიზაცია შევქმენით. სადაც შემოვიკრიბეთ სტუდენტები და ვაპროტესტებდით იმ ქმედებეს, რაც ხდებოდა ზოგადად უნივერსიტეტში. ამას მოჰყვა გახმაურებული მკვლელობები, მოკლედ რომ ვთქვათ, გირგვლიანი და ა.შ. მერე იყო კიდევ ერთი არასამთავრობო ორგანაიზაცია, სადაც სხვადასხვა მიმართულებით კიდევ უფრო ვვითარდებოდით. მოკლედ ბეჭდური მედიიდან ჩემი კარიერა გაგრძელდა არასამთავრობო სექტორებში. პარალელურად იურისტად ვმუშაობდი ერთ-ერთ ორგანიზაციაში. შემდეგ დავაფუძნეთ „ახალგაზრდა ადვოკატები“ და გავხდი ასოციაციის წევრი. რაღაც პერიოდი ვმუშაობდი ადვოკატადაც. მაგრამ ეს არ იყო ჩემი საქმე.

– რატომ ?
– ზოგადად თავიდანვე იყო ჩემი მოწოდება ადამიანის უფლებების დაცვა, საადვოკატო საქმიანობის კუთხით არ განვავითარე ჩემი თავი და ისევ არასამთავრობო სექტორი ავირჩიე. 2012 წელს უკვე აქტიურად ჩავები პოლიტიკურ ცხოვრებაში და ერთ-ერთი პირველი ვიყავი ბიძინა ივანიშვილის პარტიის „ქართული ოცნების“ დაფუძნების დღეს, რომელიც საჯაროდ გამოვედი და საკუთარი მხარდაჭერა დავაფიქსირე. ამას მოჰყვა მძაფრი დამუქრება. მაშინ ბავშვს ველოდებოდი, 4 თვის ფეხმძიმე ვიყავი, როდესაც დავამთავრე სიტყვით გამოსვლა, ტელეფონზე განხორციელდა ზარი და ვიღაც პიროვნებები მანქანის დაჯახებით დამემუქრნენ. ამ პერიოდმაც ჩაიარა,  ხელისუფლებაში „ქართული ოცნება“ მოვიდა. მე პარტიასთან ისეთი მჭიდრო კომუნიკაცია არ მქონია, ისევ გავაგრძელე არასამთავრობო სექტორში მუშაობა. შემდეგ უკვე პოლიტ-პატიმრების ამბები იყო. ჩემს მეგობრებთან ერთად გავერთიანდი უკვე „სამოქალაქო ჩართულობის ცენტრის“ ირგვლივ და სერიოზულად დავიწყეთ საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობა, სხვადასხვა პროექტები განვახორციელეთ. ვიყავი რამდენიმე მასშტაბური პროექტის ხელმძღვანელი. საინტერესო პერიოდი იყო, რადგან არაერთი მიმართულებით განვვითარდი, როგორც იურისტი, პიროვნება და ბევრ სფეროში სიღრმისეულად ჩავიხედე. ეს პერიოდი გაგრძელდა 3 წელი. პარალელურ რეჟიმში ვმუშაობდი ტელეკომანია „ჯიდიესში“,  სადაც სამართლის მიმართულებით, „20:30“-ის ერთ-ერთ ანალიტიკოსად მიმიწვიეს. შემდეგ უკვე მივიღე შემოათავაზება „ქართული ოცნების“ პარტიისგან, რომ პარტიული საქმიანობა გამეგრძელებინა. 2015 წელს გადმოვედი ვაკის შტაბში და დღემდე აქტიურად ვმუშაობ.

Rating
– მუქარები ახსენე, არასდროს გიფიქრიათ უკან დახევა?

– იყო,  რა თქმა უნდა, შიშის მომენტი. ამაში დამეხმარა ჩემი ოჯახი, განსაკუთრებით მამაჩემი, რომელიც მეუბნებოდა, რომ იყავი თავისუფალი და დააფიქსირე შენი აზრი. არ შეეგუო უსამართლობას. ეს ყველას უკვირდა ჩემი მშობლებისაგნ იმიტომ, რომ დედისერთა ვარ. თან მდედრობითი სქესის წარმომადგენელი. მაგრამ არასდროს უკან არ დაუხევიათ, ჩემს ოჯახსაც ემუქრებოდნენ, დედა სამსახურიდან გაათავისუფლეს, მაგრამ ბოლომდე ამ პოზიციაზე დავრჩით. ჯერ კიდევ სტუდენტები ვიყავით, როდესაც მე და ჩემი მეუღლე (ჯერ დაქორწინებულები არ ვიყავით), ერთ-ერთი აქციიდან სახლში ვბრუნდებოდით. უცებ მარჯანიშვილის ქუჩაზე მანქანამ ჩაგვიკეტა გზა და სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული ადამიანები გადმოვიდნენ და დაიწყეს ხელკეტების რტყმა ჩვენს მანქანაზე. ცდილობდნენ ჩვენ მანქანიდან გადავეყვანეთ, რომ მერე სასტიკად გაგვსწორებოდნენ. მაგრამ მოვახერხეთ თავის დაძვრენა და ავცდით ამ საშინელებას. თუმცა,  დავაზიანეთ ერთ-ერთი სამარშუტო ტაქსის ფარი, რის გამოც ჩემი მეუღლე უკვე დაიჭირეს და საბედნიეროდ, გაამართლეს და გამოუშვეს. მძღოლი შოკირებული იყო, რადგან 200 ლარიც არ იყო ზიანი, რაც მიადგა და ამის გამო ადამიანს როგორ იჭერთო. 4 თვე გაგრძელდა სასამართლო პროცესები. მერე გაათავისუფლეს, თუმცა, სტრესი იყო, რადგან პროცესების დროს ვერც ერთი სათვალთვალო კამარები ვერ გავხსენით. აღმოჩნდა, რომ მარჯანიშვილის ქუჩაზე ყველა აფთიაქს, ყველა მაღაზიას და დაწესებულებას სათვალთვალო კამერები თურმე გამორთული ჰქონდა…

– აქედან გაიცანი შენი მეუღლე ?
– დიახ, ამ პერიოდში გავიცანი, ისიც ჩემნაირად აქტიურად იყო ჩართული სხავადასხვა პროცესში. საერთო მეგობრებისგან გავიცანით ერთმანეთი და როდესაც საპატიმროდან გაათავისუფლეს მალევე დავქორწინდით. კარგად შევეწყვეთ ერთმანეთს თავიდანვე.

– რას საქმიანობს თქვენი მეუღლე ვაკო გრძელიშვილი?
– ის არის პროფესიით სამართალმცოდნე. მუშაობდა საჯარო სივრცეში. ასევე ქალაქის პოლიციის ადმინისტრაციაში. საკმაოდ მაღალ თანამდებობაზე და ბოლო პერიოდში „ქართულ ოცნებაში“ ცენტრალურ ოფისში. გვყავს 5 წლის სალომე.

– აქტიურად ხარ ჩართული შვლის აღზრდაში?
– ორივე აქტიურად ვართ ჩართულები, რადგან ვფიქრობ, ბავშვისთვის მნიშვნელოვანია ყველაზე მეტად მშობელთან ურთიერთობა, რადგან ჭეშმარიტ პიროვნებად ყალიბდება – როდესაც ჯანსაღი ურთიერთობაა. ასევე გვეხმარებიან ჩვენი მშობლები და მათთან დიდ დროს ატარებს, ჩვენი სამსახურებიდან გამომდინარე.

Rating

– მიუხედავად გადატვირთული გრაფიკისა, როგორ ახერხებ, რომ სულ კარგად გამოიყურებოდე?
– მიმაჩნია, რომ ნებისმიერმა ადამაიანმა, მითუმეტეს თუ მას ხშირად უწევს საჯარო სივრცეში მოხვედრა, ყოველთვის უნდა შეეცადოს ვიზუალურად კარგად გამოიყურებოდეს. ეს ერთ-ერთი მთავარი კომპონენტია.

– რა პროექტების განხორციელებას გეგმავთ საკრებულოში?
– მე ვფიქრობ, რომ ყველა იმ მნიშვნელოვან წინადადებას განვახორციელებთ, რასაც ქალაქის მერი, კახი კალაძე აძლევდა მოსახლეობას. ყველა დაპირება იქნება შესრულებული. პარტიული მუშაობის დიდი გამოცდილება მაქვს, ორ არჩევნებში მივიღე მონაწილეობა, როგორც რიგითი შტაბის წარმომადგენელმა. ყველაზე მნიშვნელოვანი კი რაც შევიძინე ეს არის ძალიან ბევრ ადამიანთან კომუნიკაცია, მათთან ურთიერთობა და ეს ყველაფერი სხვანაირად დავინახე. მათი დახმარება კი სასიამოვნოა.

წყარო: reitingi.ge

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close