საზოგადოება

“ქართველების კრიმინალური ქმედებები დიდ ზიანს აყენებს ჩვენი ქვეყნის ერისა და საელჩოს იმიჯს”

საქართველოს მოქალაქეებთან დაკავშირებული კრიმინალური შემთხვევების არსებობა საქართველოსა და საბერძნეთს შორის ურთიერთობებში უმთავრეს პრობლემად რჩება – ნათქვამია საბერძნეთისა და სერბეთის რესპუბლიკებში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის თანამემამულეებისადმი მიმართვაში, რომელიც საბერძნეთში საქართველოს საელჩოს ”ფეისბუქის” გვერდზე გავრცელდა.

იოსებ ნანობაშვილის თქმით, ეს პრობლემა უაღრესად დიდ ზიანს აყენებს, როგორც ჩვენი ქვეყნისა და ჩვენი ერის იმიჯს, ასევე საელჩოს საქმიანობას.

“საელჩო როგორც ოფიციალური, ასევე არაოფიციალური არხებით, მუდმივ დიალოგს აწარმოებს ორ საკითხზე: განუხრელად იყოს დაცული საქართველოს მოქალაქეების უფლებები, მიუხედავად იმ დანაშაულის სიმძიმისა, რომელშიც მათ ედებათ ბრალი და არ იქნას დაშვებული მცდარი, ორაზროვანი ან გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელება დანაშაულში ბრალდებული ჩვენი თანამემამულეების შესახებ.” – განმარტა ნანობაშვილმა.

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close