პოლიტიკა

“არასოდეს რუსეთის პასუხისმგებლობა ასე მკაცრად არ დამდგარა, როგორც დგება დღეს”

„არასოდეს საქართველოს საკითხი ასე აქტუალური არ ყოფილა საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში და არასოდეს რუსეთის პასუხისმგებლობა ასე მკაცრად არ დამდგარა ყველა ფორმატში, როგორც დგება დღეს“, – ასე გამოეხმაურა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე სოფელ ბერშუეთის მიმართულებით მცოცავ ოკუპაციას.

“არასდროს საქართველოს საკითხი არ ყოფილა ასე აქტუალური საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში, როგორც დღეს არის და არასდროს რუსეთის პასუხისმგებლობა არ დამდგარა ასე მკაცრად, ყველა ფორმატში, როგორც დგება დღეს. შესაბამისად, ჩვენ გვაქვს ძალიან კონკრეტული პოლიტიკა და ხედვა, რომელსაც ვახორციელებთ”,- განაცხადა ჯანელიძემ.

რაც შეეხება კითხვას, მცოცავი ოკუპაციის გაგრძელების პირობებში არსებობს თუ არა ანტიანექსიური პოლიტიკის შემუშავების და უშიშროების საბჭოს მოწვევის საჭიროება, მინისტრმა აღნიშნა, რომ საქართველოს აქვს პოლიტიკა, რომელსაც ახორციელებს.

“ეს პოლიტიკა უკავშირდება ჩვენი ტერიტორიის გამთლიანებას, დეოკუპაციას და კონფლიქტის მშვიდობიან დარეგულირებას და ამ პოლიტიკას ვახორციელებთ ბევრად უფრო წარმატებით, ვიდრე ის ადამიანები, რომლებიც ჩავიდნენ საოკუპაციო ხაზზე და როდესაც თვითონ ახორციელებდნენ ამ პოლიტიკას, ხელი შეუწყვეს ამ პროცესის წარუმატებლობას”,- აღნიშნა ჯანელიძემ.

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close