საზოგადოება

,,ამ ხელისუფლებას არც ხალხი ანაღვლებს და არც დაპირებების შეუსრულებლობის რცხვენია”

 ნათია შარაშენიძე, საკრებულოს დეპუტატობის კანდიდატი სამგორში ლეიბორისტული პარტიიდან:

_ ეს სახლი თბილისში, ალექსეევკაშია და რამდენადაც დაუჯერებელი არ უნდა იყოს, ამ მართლაც, რომ გაუსაძლის პირობებში ცხოვრობენ ოჯახები მცირეწლოვანი ბავშვებით. მძიმე არა, უმძიმესი სანახავია ამ ოჯახების საშინელი ყოფა-ცხოვრება. არა შუქი, არა გაზი, ერთადერთი გათბობის საშუალება შეშის ღუმელია, რომელიც ძლივს ათბობს გაყინულ ოთახებს. ასეთ პირობებში ცხოვრობენ  წლების განმავლობაში. ამჟამინდელი ხელისუფლებიდან არანაირი ყურადღება და სიკეთე არ ახსოვთ, მიუხედავად იმისა, რომ ყველა არჩევნებზე ამ ადამიანებთან მიდიოდა ხელისუფლების კანდიდატი და დახმარებას ჰპირდებოდა. თუმცა არჩევნები ჩაივლიდა და დაპირების მიმცემნი უკვალოდ ქრებოდნენ, შემდეგ ტელევიზიით იგებდნენ, რომ მან, ვისაც ენდნენ და ხმა მისცეს ისინი დაივიწყა, თუმცა თავად მოიწყო უზრუნველი ცხოვრება და მათ ხარჯზე პრემია/დანამატებიც არ დაუკლია. გულგატეხილები და ოცნებაგაცრუებულები არიან.

.

.

 

ეს სახლი იმის ნათელი მაგალითია, რომ ამ ხელისუფლებას არც ხალხი ანაღვლებს, არც დაპირებების შეუსრულებლობის რცხვენია, არც პატარების უმძიმესი ყოფა-ცხოვრება ჰგვრის ცრემლს და უკუმშავს გულს. მათი ერთადერთი საზრუნავი არჩევნების ხმაა, რომელიც ყუთში ჩაგდებული ბიულეტენით ითვლება, რათა კიდევ დიდხანს გაიხანგრძლივონ ხელისუფლებაში ყოფნა და ამ ადამიანების ხარჯზე უზრუნველი მომავლი მოიწყონ.  წინააღმდეგ შემთხვევაში, მათთან იგივე დაპირებებით მისვლის, როგორც მინიმუმ, უნდა რცხვენოდეთ.

.

.

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close