საზოგადოება

ამ ცვლილების შედეგად ყველაზე მეტად დაზარალდება სოციალური მედია

Facebook-ის დამფუძნებელი მარკ ცუკერბერგი აცხადებს, რომ სოციალური ქსელის ალგორითმის შეცვლას აპირებს.

აღნიშნული ცვლილების შემდეგ, მომხმარებლებს პრიორიტეტულად მიუვათ ის პოსტები, რომლებთანაც შეხება მის პირად ნაცნობებსა და ნათესავებს აქვთ.

ალგორითმის შეცვლის შედეგად, საგრძნობლად შემცირდება კონტენტი, რომელსაც მედია, კომერციული კომპანიები, ბრენდები, სახელმწიფო და პოლიტიკური სტრუქტურები გაავრცელებენ.

ახლობლებისა და ნათესავების პოსტების კითხვა უფრო სასიამოვნოა, ვიდრე საინტერესო ინფორმაციისა და ვიდერგოლების პასიური გაცნობა, თუნდაც ისინი სახალისო იყოს, – მიიჩნევს ცუკერბერგი.

“მე ველოდები, რომ ამ ცვლილების შემდეგ ხალხი ფეისბუქში ნაკლებ დროს გაატარებს,” – წერს ცუკერბერგი.

ამ ცვლილებით ცუკერბერგი პირველად ეწინააღმდეგება საკუთარ პრინციპებს – ნებისმიერი ცვლილება უნდა ემსახურებოდეს Facebook-ში ადამიანების მეტი ჩართულობას.

სავარაუდოდ, ამ ცვლილების შედეგად ყველაზე მეტად დაზარალდება სოციალური მედია, თუმცა, თავად Facebook-იც შემოსავლების დიდ ოდენობას დაკარგავს.

ჯერჯერობით უცნობია, რა მექანიზმი ჩაიდება ახალ ალგორითმში, ახლობელი ადამიანების კონტენტის გასარჩევად. აღსანიშნავია, რომ 2016 წელს აშშ-ის საპრეზიდენტო კამპანიის მიმდინარეობისას, ფეისბუქის ალგორითმის კვლევის შედეგად გაირკვა, რომ იგი უპირატესობას მემარცხენე-ლიბერალურ კონტენტს ანიჭებდა.

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close