საზოგადოება

,,ამ ქეისს მედიის შევიწროვებად ნუ გაასაღებთ”

,,ეს ის შემთხვევაა, როცა არ ვარ ტელევიზიების მხარეს და ვარ საკაბელოების მხარეს, ვინც დღეს ექვსი არხი გათიშა პაკეტიდან. თავად ამ არხებმა თქვეს პრაქტიკულად უარი ესარგებლათ იმ სიკეთით, რომლის დანერგვაზე წლების მანძილზე ბევრი იბრძოლა სამოქალაქო სექტორმა, მათ შორის თქვენმა მონა მორჩილმა. მასთ ქერის და მასთ ოფერის ძლივს დამკვიდრებულ ტრადიციაზე უარის თქმა და კერძო მოლაპარაკება–ვაჭრობის სივრცეში გადასვლა მათი ნებაა. ჰოდა ამის მერე საკაბელოების ნებაა რა მეთოდებს გამოიყენებენ ბრძოლისას და ვინც მოერევა, მოერევა.

 მედიის შევიწროვებად ნუ გაასაღებთ თუ შეიძლება ამ ქეისს. მითუმეტეს, რომ ამ საქმეში რუსთავი და იმედი დაძმობილებულად მოქმედებენ. სხვათა შორის ნორმალურ ქვეყანაში კარტელური გარიგებისთვის კარგად დააჯარიმებდნენ ამ არხებს. მაყურებელსაც მათთან უნდა ქონდეს პრეტენზია და არა საკაბელოებთან, რომლებიც ამ შემთხვევაში მხოლოდ თავს იცავენ უგუნური შეტევისგან” _ წერს ტელეკომპანია ,,კავკასიის” დამფუძნებელი და ჟურნალისტი ნინო ჯანგირაშვილი.

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close