საზოგადოება

,,ამ სახლის წინ, საოცრება ვნახეთ” _ სად არიან მისი პატრონები?

თინათინ ნიბლოშვილი, თბილისის საკრებულოს წევრი:

_ არაფერია უფრო სევდიანი, ვიდრე მიტოვებული სახლები…
ყოველთვის, როდესაც ნასახლარებს ვხედავ, ვფიქრობ, რა ხდებოდა წლების წინ იქ? როგორ ცხოვრობდნენ? როგორ ზრდიდნენ ბავშვებს? რას ფიქრობდნენ ან ფიქრობდნენ თუ არა იმაზე, რომ ოდესმე მათი სახლი ასე ჩამოიჩენჩებოდა, ჩამოჭკნებოდა, გამოიფიტებოდა… ალბათ არა.
შატილის მიმდებარედ, პატარა სოფელია, სულ 5 სახლია ჩამოყუდებული, ხუთივე მიყოვებული….
ერთ-ერთი სახლის წინ საოცრება ვნახეთ.

.

ალბათ, ბევრი წლის წინ, იქ  კარტოფილს რგავდნენ. ხოდა, შორიდან რომ შეხედავ, სახლის წინ, სიმეტრიულად, ზუსტად ისე, როგორც დამუშავებული ნაკვეთი გამოიყურება, კარტოფილი იყო ამოსული… კი, ნამდვილად, ვნახეთ!
ხოდა, კარტოფილი ალბათ ასე, ყოველ წელს ამოდის, მერე თავიდან ამოდის და ასე…
… ცოტა გაველურდა, მაგრამ მაინც ამოდის…
ნეტა სად არიან ამ სახლის პატრონები?

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close