პოლიტიკა

,,ამ ბატონებს ტკბილად ახსოვთ ალიევისგან მილიონებით რომ ფინანსდებოდნენ”

,,ეს სოროსიჩი მინიმუმ ავადმყოფია, მაქსიმუმ მოღალატე. თუმცა ბოკერიას გაზრდილი აბა რა იქნება. ამასთან ამ ბატონებს ტკბილად ახსოვთ ალიევისგან მილიონებით რომ ფინანსდებოდნენ, ის ჟამიც. ვერ გავიგე, რა განსხვავებაა თათარი გადაღობავს შენს მიწას თუ რუსი?”_ ასე გამოეხმაურა ლეიბორისტული პარტიის ლიდერი შალვა ნათელაშვილი გადაცემა ,,არჩევანის” ეთერში ,,ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერის, გიორგი კანდელაკის განცხადებებს დავით გარეჯში შექმნილ პრობლემებთან დაკავშირებით.

კანდელაკის თქმით, “ამას აკეთებენ ქართული ოცნების სატელიტი, პრორუსული, ექსტრემისტული დაჯგუფებები”.

„აზერბაიჯანის ბრალი არ არის ის, რომ როგორც საქართველო, ისე აზერბაიჯანი, იყო ძალით შეთრეული საბჭოთა კავშირში. საქართველოს რომ აერიდებინა თავი საბჭოთა ოკუპაციისთვის დიდი ხნის წინ, ეს პრობლემა საერთოდ არ იარსებებდა,“ – ამბობს კანდელაკი.

მისი თქმით,  პრობლემა პრეზიდენტის დავით გარეჯში ვიზიტიდან ის არის, რომ მან ორივე ქვეყნისთვის მეტად მნიშვნელოვან საკითხზე “სადღეგრძელო” თქვა და მისი განცხადებები არ ჰგავდა ქვეყნის პრეზიდენტის განცხადებებს.

კანდელაკი ამბობს, რომ პრობლემა ხელისუფლებაშია, რომელიც ვერ ახერხებს საკითხზე უმაღლეს დონეზე დიალოგის დაწყებას და დინამიკაში გადატანას.

„მთავარი პრობლემა არის მთავრობა, პრეზიდენტის მიერ თქმა, რომ დემარკაცია უნდა მოხდეს ეს კი არ არის პრობლემა, პრობლემაა სადღეგრძელოებით საუბარი. ეშმაკი დეტალებშია. ეს რთული საკითხია, 2012 წლის პირველ ნახევარში განახლდა ეს საკითხი, მაგრამ უმაღლეს დონეზე დიალოგი დაიძრა და იყო პრაქტიკული შეთანხმება, რომ ადგილზე პრაქტიკული, ხელშესახები პრობლემები არ შექმნილიყო აღნიშნულ ტერიტორიაზე.

“დღეს ეს დიალოგი უმაღლეს დონეზე არ მიმდინარეობს. პროცესი, რომ ჩვენ გვინდა, მოხდეს ტერიტორიების გაცვლა, ამას სჭირდება მაღალ დონეზე, სამინისტროს საშუალო ჩინოვნიკების დონეზე კი არა, უმაღლეს დონეზე დიალოგი და დინამიკა. მნიშვნელოვანია დღეს პროცესი, არამარტო ამ კონკრეტულ შემთხვევაში, ქართული ოცნების მმართველობის პირობებში არ მიდის წინ, ამაზეა საუბარი,“ – განაცხადა კანდელაკმა.

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close