საზოგადოება

,,ამხელა ძალა სარდაფის 2 ოთახში სამადლოდ შეკედლებულ ,,ქართულ მარშს” ებრძვით?”

,,ტელევიზიებით გვებრძვით, ხელისუფლება გვებრძვის, ნაცები გვებრძვიან, ბოკერიები გვებრძვან,ოპოზიცია გვებრძვის,გაზულუქებული მდიდრები გვებრძვიან, სოროსით გვებრძვით, ძალოვანებით გვებრძვით, დიპლომატებით გვებრძვით, დიდი ფულით გვებრძვით, კრიმინალებით გვებრძვით, ჩრდილოეთი, სამხრეთი, ოკეანის გაღმა და გამოღმა გვებრძვით. ამხელა ძალა უკაპიკო და სარდაფის 2 ოთახში სამადლოდ შეკედლებულ “ქართულ მარშს” ებრძვით, ებრძვით და ვერაფერს აკლებთ, ვერ ამარცხებთ, რადგან აქ წრფელი ქართული გულია, ჭეშმარიტი ქართული სულია, ღმერთის რწმენაა და საქართველოს დიდი სიყვარულია.

 ვერა, ვერ მოერევით ეროვნულ იდეას, თქვენი ღმერთი ფულია, ცხოვრების არსი ოქრო-ვერცხლია, თქვენი ლიდერები ჩვეულებრივი ავაზაკები არიან, ჩვენი ლიდერი ილია ჭავჭავაძეა, გზის გამნათებელი დავით აღმაშენებელია, მერაბის და ზვიადის თავგანწირვა მისაბაძია.

 თქვენი ახალგაზრდები კიკინებით, საყურეებით და ნარკოტიკისგან გაბრუებულები დადიან, მათი ერთადერთი ღირებულება ფული და მძორის სიამოვნებაა, ჩვენი ახალგაზრდები სამშობლოს ჯარისკაცები არიან, გმირობას კოტე აფხაზის მაგალითზე სწავლობენ და დიდგორისთვის ემზადებიან.

 გჯობივართ, ყველაფერში გჯობივართ და თქვენი ბინძური ფული გადაგახიეთ თავზე. ეს დასაწყისია. საქართველოს მოღალატეები აღიგავებით პირისაგან მიწისა, თქვენი დრო წავიდა და ისტორიის სანაგვეზე აღმოჩნდა. ვერ მოგვერევით,უფალი ჩვენთანაა,სიმართლე ჩვენს მხარეზეა,ჩვენი დიდგორი და თქვენი ვატერლოო მოახლოვდა. ქართველებო გაგიმარჯოთ!!! დიდება გმირებს!!! დიდება ქართულ მარშს!!! დიდება საქართველოს!!!” _ აცხადებს ,,ქართული მარში”-ს ლიდერი, სანდრო ბრეგაძე.

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close