საზოგადოება

,,ათი ნიკო ლორთქიფანიძე არ ეყოფა დღევანდელი საგანგაშო რეალობის აღწერას_იყიდება საქართველო”

სერგო ვარდოსანიძე, პროფესორი:

_ სასოფლო სამეურნეო სავარგულების უცხოელებზე გაყიდვის მძიმე შედეგებს უახლოეს ხანში მოვიმკით. უკვე დაიწყო: ინდოელები და ირანელები კახეთში, არაბები კუმისში, ინდოელები დიცში, მკვიდრ მოსახლეობას საარსებოდ მნიშვნელოვან სავარგულებს ედავებიან. კიდევ გაყიდეთ მიწები, ის დარჩენილი ხალხიც აიყრება იქიდან, რას ფიქრობთ, რა გინდათ?

ის, რაც ჩვენმა წინაპრებმა სისხლით შეგვინარჩუნეს, ჩვენ ახლა დავანიავოთ? გუშინ ასეთი ინფორმაცია გავრცელდა, კურორტი ახტალა არაბებმა იყიდესო. გავიხაროთ! მერე პატრონი იქ ვისაც უნდა იმას მიიღებს. ათი ნიკო ლორთქიფანიძე არ ეყოფა დღევანდელი საგანგაშო რეალობის აღწერას _ “იყიდება საქართველო”.
“საშველს რომ აღარ მაძლევს ხოლმე
მამულზე ფიქრი,
ხანდახან
…გულში
ღიმილით
ვიტყვი: –
რა ჩემი ჭკუის საქმეა ნეტა,
მამულო ჩემო, გილხინს თუ გიჭირს! –
რომელი მეფე ერეკლე მე ვარ!
ანდა რომელი მსაჯული მისი!
პასუხად მყისვე,
ვითარცა სეტყვა,
ვინც კი და რაც კი არსებობს ირგვლივ, –
იხუვლებს ხოლმე,
იხუვლებს ერთხმად –
ღ ა ლ ა ტ ი ა ო
მ ა გ გ ვ ა რ ი
ფ ი ქ რ ი !” (მუხრან მაჭავარიანი) 

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close