საზოგადოება

ავტომობილებზე საჭის გადატანა იკრძალება

პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების დაწყების ეტაპიდან საჭის გადატანა აიკრძალება. რაც შეეხება უკვე საჭეგადატანილ ავტომობილებს, ასეთი ავტომობილებიც ისევე გაივლიან ტექნიკურ ინსპექტირებას, როგორც სხვა ნებისმიერი, თუ ისინი ტექნიკური რეგლამენტით გათვალისწინებულ პარამეტრებს დააკმაყოფილებენ. ინფორმაციას ipn-ი ავრცელებს.

ამასთან, მარჯვენასაჭიან ავტომობილებს არავითარი დამატებითი სირთულეები არ შეექმნებათ. მათ მოუწევთ მხოლოდ მაშუქი ფარების დახრილობისა და სინათლის ნაკადის მიმართულების ცვლილება.

ავტოსატრანსპორტო საშუალებების სავალდებულო ტექნიკური ინსპექტირება 1 იანვრიდან ამოქმედდება.

.

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close