სამართალი და კრიმინალი

ადვოკატი: ვპირდები პროკურატურას, ამ საქმეზე მაინც დავადგენთ ჭეშმარიტებას!

ლაშა გოლუბიანი, ადვოკატი:

_ SOS! SOS! SOS!
დღეს შევიტანე ახალი მთავარი პროკურორის სახელზე განცხადება! იმედს ვიტოვებ, შალვა თადუმაძე ამ საქმეს აიყვანს პირად კონტროლზე. ეს იქნება ერთგვარი ტესტი მისი საქმიანობის!
ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი არის ბატონი ლევან კენჭაძე საქართველოს უშიშროების სამინისტროს ანტიტერორისტული ცენტრის ყოფილი მეთაური, გენერალ-მაიორი!


სააკაშვილის რეჟიმის მიერ რეპრესირებული. 5 წელი სრულიად უკანონოდ იჯდა ციხეში, მის ოჯახის წევრებს ჩამოართვეს ქონებები. ნერვიულობის ნიადაგზე დაეღუპა ორი ოჯახის წევრი. ეს ადამიანი 2012 წლიდან იბრძვის სიმართლის დასადგენად, ითხოვს საქმის გადასინჯვას. არცერთმა მთავარმა პროკურორმა არ მოახდინა რეაგირება, დღემდე თაროზე აქვთ შემოდებული. პირიქით, მიუგზავნეს პროკურატურის ინფორმატორი და ახალი ხელისუფლების პირობებში ახალი ბრალდება წაუყენეს. ამ საქმის შესახებ საქმის კურსშია სოფიო კილაძე, ეკა ბესელია, გედევან ფოფხაძე, ნანა ყეინიშვილი, რომლებმაც თავის მხრივს რეაგირებისთვის მიმართეს მთავარ პროკურორს და ე.წ. ნადარეიშვილის უწყებას, პროკურატურა კი კვლავ დუმს! ასევე განცხადებით მიმართა ოცნების ყველა პრემიერ მინისტრს, პრეზიდენტს, სახალხო დამცველს, დღემდე არ აღსდგა სამართლიანობა მის მიმართ. რამდენად საოცარიც არ უნდა იყოს მისი ადვოკატი იყო არჩილ კბილაშვილი, რომელმაც მთავარი პროკურორობის დროსაც კი არ გამოიძია ეს საქმე.
ვპირდები პროკურატურას, ამ საქმეზე მაინც დავადგენთ ჭეშმარიტებას! გაეცანით ჩემს მიერ შეტანილ განცხადებას. დასკვნების გაკეთება თქვენთვის მომინდია!

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close