სამართალი და კრიმინალი

ადვოკატი გიორგი ონიანი სასამართლო დარბაზში დააკავეს

მოსამართლის გადაწყვეტილებით, ადვოკატი გიორგი ონიანი სასამართლო დარბაზში დააკავეს. სასამართლომ ის დამნაშავედ სცნო და 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა.
ონიანის განაჩენის გამოცხადება მოსამართლემ ბოლომდე ვერ დაასრულა. დარბაზში ხმაური მას შემდეგ დაიწყო, რაც მოსამართლემ თქვა, რომ ონიანი დამნაშავედ ცნეს.

ბრალდების მხარის განცხადებით, 2011 წელს გოგა ონიანმა, რომელიც მაშინ გლდანი-ნაძალადევის პოლიციის უფროსის მოადგილე იყო, განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებების გამო, ორი პირი უკანონოდ დააკავა და ნარკოტიკული ნივთიერებები ჩაუდო.

გამოძიების ინფორმაციით, ერთ შემთხვევაში გიორგი ონიანმა 2011 წელს „ქართული ოცნების“ ლოგოიანი მაისურების დამზადებისთვის „დაო პრინტის” მენეჯერი დავით შათირიშვილი უკანონოდ დააკავა და ნარკოტიკული საშუალების ჩადებით მას ნარკოდანაშაულისთვის ბრალი წაუყენა. ამავე სცენარით მოხდა „ქართული ოცნების” კიდევ ერთი მხარდამჭერის, ლევან მდინარაძის დაკავებაც.

სულ გიორგი ონიანს ბრალი რამდენიმე მუხლით ჰქონდა წაყენებული, მათ შორის უკანონო დაკავების, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებისა და მტკიცებულებათა ფალსიფიკაციის ბრალდებით.

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close