სამართალი და კრიმინალი

ადვოკატი აცხადებს, რომ მოზარდების მკვლელობაში ხუთზე მეტი პირი მონაწილეობდა

განზრახ მკვლელობაში ბრალდებული მოზარდის ადვოკატმა, ტარიელ კაკაბაძემ განცხადება გააკეთა. მან შსს-ში მოზარდის დაკითხვის შემდეგ ისაუბრა, რომელიც სამ საათზე მეტ ხანს გაგრძელდა.
განზრახ მკვლელობაში ბრალდებული მოზარდი, სამართალდამცველებს გუშინ ჩაბარდა დანაშაულს ნაწილობრივ აღიარებს. ადვოკატის ინფორმაციით, მისი დაცვის ქვეშ მყოფმა დანა მხოლოდ ერთხელ გამოიყენა და ვარაუდობს, რომ მოკლულებს დაზიანებები რამდენიმე პირმა მიაყენა.
 ისინი ექსპერტიზის პასუხს ელოდებიან. აღკვეთის ღონისძიების შესახებ გადაწყვეტილების გასაჩივრებას ადვოკატი არ აპირებს.
“საუბარია ძალიან სადისტურ ჭრილობებზე, ნამდვილად არ არის ამ ადამიანის მიყენებული, თუმცა ეს ადამიანიც აღიარებს, რომ ნამდვილად გამოიყენა დანა. ანუ ეს პიროვნება ნაწილობრივ გრძნობს თავს დამნაშავედ. შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ უტყუარად დადგენილია, რომ კონფლიქტში მონაწილეობდა, ხუთზე მეტი, შეიძლება გაცილებით მეტ პიროვნება. დარწმუნებული ვარ, რომ როდესაც მოვა ექსპერტიზის დასკვნები და დაიკითხებიან ექსპერტები, უტყუარად დადასტურდება, რომ ეს ჭრილობები არ არის მიყენებული ერთი ადამიანის მიერ,“-განაცხადა ტარიელ კაკაბაძემ.

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close