ჩეჩნეთის რესპუბლიკის ხელმძღვანელმა, რამზან კადიროვმა თავის გვერდზე, ინსტაგრამში, კომენტარი გააკეთა წუხანდელი ღამის შებრძოლებაზე ტერორისტებთან, რომლებსაც ჰქონდათ მცდელობა, რომ დაეკავებინათ რუსეთის გვარდიის სამხედრო ნაწილი, რომელიც განლაგებულია ჩეჩნეთის რესპუბლიკაში, კერძოდ ნაურისკის რაიონში. როგორც ცნობილია, გუშინ, გვიან ღამით ტერორისტებმა სცადეს ცეცხლსასროლი იარაღის დაუფლების მიზნით შეჭრილიყვნენ რუსეთის ფედერალური სამსახურის ნაციონალური გვარდიის ერთ-ერთ სამხედრო ნაწილში, რომელიც განლაგებულია ჩეჩნეთის რესპუბლიკის ნაურისკის რაიონში.
   ტერორისტებმა აჩვენეს თავიანთი ნამდვილი სახე -აღნიშნა რამზან კადიროვმა. მათი მიზანი იყო დაუფლებოდნენ იარაღს და მისი საშუალებით მოეხდინათ ფართომასშტაბიანი ტერორისტული აქტები, რა თქმა უნდა, ცოცხლები თუ გადარჩებოდნენ. თავიანთი თავდადებული და გადანწყვეტი მოქმედებით სამხედრო მოსამსახურეებმა ჩაშალეს ტერორისტების გეგმები. სროლების შედეგად 6 ტერორისტი იქნა განადგურებული. მათი პიროვნებები კი უკვე დადგენილია. სამწუხაროდ, ყველა რუსეთის რესპუბლიკის მოქალაქეები არიან. ორი როსტოვიდან, ერთი ვოლგოგრადიდან და დანარჩენი სამი ჩეჩნეთის მკვიდრნი არიან. ინციდენტს უმსხვერპლოდ არ ჩაუვლია ფედერალური ნაწილის სამხედრო მოსამსახურეების მხრიდანაც, რაზეც რამზან კადიროვმა სინანული გამოთქვა. სამხედრო მოსამსახურეებს ასევე დაიცვეს ადგილობრივი მოსახლეობა.
  ადგილობრივები ნაციონალური გვარდიის წარმომადგენლებმა შექმნისთანავე გააქტიურეს ბრძოლა ბანდიტიზმის წინააღმდეგ. ამ ზამთარს კი მათ მიერ ლიკვიდირებული იქნა განსაკუთრებით საშიშ დამნაშავეთა ჯგუფი, რომლებიც აპირებდნენ თავდასხმას პოლიციის თანამშრომლებზე. მათი აქტიურობა კი შეუმჩნეველი არ დარჩენიათ სეპარატისტების წარმომადგენლებს, რომლებიც მიერეკებიან ახალგაზრდობას სიკვდილის გზაზე. ჩვენ ძალიან ვწუხვართ, რომ ვერ შევძელით აღნიშნული სამხედრო ნაწილის პირადი შემადგენლობის რიგებიდან მსხვერპლის თავიდან აცილება. ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ და ვუსამძიმრებ რუსეთის რესპუბლიკის ნაციონალური გვარდიის დირექტორს, გენერალ ვიქტორ ზოლოტოვს, დაღუპულების ახლობლებს და ნათესავებს.
 რუსეთის გმირის ახმეტ ხაჯი კადიროვის სახელობის რეგიონალური ფონდმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ ფინანსურად დახმარება გაუწიოს დაღუპულ სამხედრო მოსამსახურეთა ოჯახებს . „მე კიდევ ერთხელ ხაზგასმით ავღნიშნავ, რომ ზემოთხსენებული განაყოფი მზადაა გაანადგუროს ყველანაირი მტერი, ვინც შეეცდება მშვიდობისა და სტაბილურობის ხელყოფას რესპუბლიკაში!”-განაცხადა მან.
მოამზადა ნანა ჯოხარიძემ
კომენტარები
Загрузка...

დატოვე პასუხი