სომხეთისა და აზერბაიჯანის საზღვარზე სიტუაცია კვლავ დაიძაბა. ყარაბაღის ,,მიძინებული ვულკანი,, კვლავ გამოაფხიზლეს. რას გამოიწვევს ეს, მხოლოდ მათ იციან, ვისაც მისი მართვის პულტი უპყრია ხელში. მეზობელ ქვეყნებს შორის დაძაბული მდგომარეობა ცხადია, საქართველოს პირველ რიგში ეხება. მით უფრო, თუ ამ კონფლიქტში ჩარეულია რუსეთი, რომელსაც ჩვენი ქვეყნის ტეროტორიები აქვს ოკუპირებული და მცოცავი ანექსიით კვლავ აგრძელებს მიტაცების პროცესს. არ არის გამორიცხული, ყარაბაღის კონფლიქტის გააქტიურებამ საქართველოში აღნიშნული პროცესები კიდევ უფრო განავითაროს და მდგომარეობა გაართულოს.

EURONEWS.GE აღნიშნულ საკითხებზე ექსკლუზიურად ესაუბრა შეიარაღებული ძალების სამოქალაქო კონტროლის ჯგუფის თავმჯდომარეს დავით ნემსაძეს:

_ საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, იმპერიულის იდეის მამამთავრებმა ,,ფრჩხილიდან თმის ღერამდე` შეისწავლეს კავშირის შემადგენელი ქვეყნების რელიგიური, ეთნიკური, ფსიქოლოგიური თუ სხვა მახასიათებლთა ერთობლიობები და მასზე დაამყარა საკუთარი თავის ფერფლიდან აღდგენის შესაძლებლობებიც. თავიდანვე განსაზღვრეს სამართალმემკვიდრეც, რომელიც გეოპოლიტიკურ რუკაზე სახეცვლილ ლიდერად დარჩა. უკვე სუვერენულ და ყოფილი კავშირის წევრ  ქვეყნებს  დაუტოვეს ,,ნაღმები“  ანუ  შექმნეს მათი მართვის მექანიზმები. თუ გადახედოთ კავკასიის უახლესი კონფლიქტოლოგის ისტორიას, იქ ნახავთ, რამდენი ლოკალური ომი მოხდა, რამდენი ფართომასშტაბიანი, რა გახდა მათი გამომწვევი მიზეზები და დარწმუნდებით, რომ რუსეთი ამომთა თეატრში წაუგებელ თამაშს თამაშობს.  სადაც საჭიროა იქ იბრძვის, ვინც  სჭირდება მის მხარესაა ან საკუთარი ხელით სხვებს აომებს. მოკლეთ რომ ვთქვათ, იქცევა დროისა და სიტუაციის შესაბამისად ანუ  ყოველთვის და ყველგან მოწოდების სიმაღლეზე დგას. ამ ყოველივეს დაუნახაობა არის თავის მოტყუება, რაც  ნებისმიერ ომში მიუტევებელ შეცდომად ითვლება.

რუსეთი ბრძოლის იმპროვიზირებულ მეთოდებს იყენებს, როგორც პოლიტიკურ, ისე სახედრო მიმართულებით. მისი პოლიტიკა არ არსებობს სამხედრო სიძლიერის გარეშე, ხოლო სამხედრო სიძლიერე ქმნის მის პოლიტიკას, რადგან საკუთარ უსაფრთხოებას და გავლენას ეს გეოპოლიტიკური გიგანტი მხოლოდ სამხედრო სიძლიერეში ცნობს. შეუძლია, თავი მსხვერპლად გამოიყვანოს, შემდეგ კი იმხელა ძალა გამოაჩინოს, ვერ გაიგო თუ ვინ იყო მსხვერპლი და ვინ კიდევ აგრესორი. ესაა მისი იმპროვიზაციის ტაქტიკა, რომელზეც ზოგჯერ აღშფოთდება ხოლმე ე.წ. დემოკრატიული სამყარო.

მაგალითისთვის მოვიყვან სირიას და იქ, თურქეთის მიერ რუსული СУ-24 (ნებიერმიერი ამინდის თავდაცვითი და მოიერიშე საბრძოლო თვითმფრინავის) ჩამოგდებას, რომელმაც არაერთხელ დაარღვია თურქეთის საჰაერო სივრცე (ნატოს საჰაერო ზოლი). მოგვიანებით  აღმოჩნდა, რომ რუსეთი იყო ,,მსხვერპლი“. მომხდარიდან დაახლოებით ერთ კვირაში კი სირიაში ნატოს ფრენების მონიტორინგი რუსეთმა განახორციელა თანამედროვე С400  ტიპის საზენიტო-სარაკეტო მობილური კომპლექსით. ეს კომპლექსი მან სირიაში, ,,ხემიმის“  საავიაციო ბაზაზე საბრძოლო მორიგეობაზე  განალაგა. ამით მან უთხრა მთელ დემოკრატიულ სამყაროს, რომ ,,თქვენი ავიაციის ფრენა სირიის ცაზე  უსაფრთხო ვერ იქნებაო“. სიტუაცია ისედაც დაძაბული იყო და ვერცერთმა ქვეყანამ გაბედა ამასთან დაკავშირებით ხმის ამოღება, რაზეც რუსეთმა, დამატებით ირანში, ,,ჰამადანის“ აეროპორტში მისი კოსმიური ავიაცია განუსაზღვრელი დროით განათავსა. ამჯერად უკვე ანტიტერორისტული მიზეზით  და ირანს ამ კეთილი ჟესტისთვის С300 საზენიტო სარაკეტო სისტემა ლეგალურად გადასცა საჩუქრად.

სხვა შემთხვევაში, ალბათ, რუსეთის მიერ ირანზე С300  გადაცემას, სპარსეთის ყურეში კოსმიური ავიაციის განლაგებას და სირიაში С400 განთავსებას მსოფლიო თანამეგობრობა ჩათვლიდა სამხედრო პოლიტიკური ბალანსის დარღვევად და შესაბამისი პროტესტით (სანქციებით) უპასუხებდა რუსეთს, მაგრამ შექმნილმა მოტივმა და იმპროვიზებულმა მოქმედებამ ყველანი გააჩუმა.

ახლა გადავიდეთ კავკასიაში განვითარებულ მოვლენებზე.

სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ვითარება ისევ დაიძაბა- ყარაბაღის თემა ისევ კონფლიქტის ცხელი წერტილია და არავინ იცის, იქ კიდევ რა შეიძლება მოხდეს. ალბათ სიტუაცია იძაბება მაშინ, როცა აზერბაიჯანი იწყებს რუსეთის მიმართ დესტრუქციული პოლიტიკის წარმოებას და აძლიერებს ფარულ კავშირებს თურქეთთან, რომელიც არის მისი ერთმორწმუნე.  ხოლო აზავეტური თურქეთის (რელიგიათ მებრძოლ  იდეას ) აზერბაიჯანის მიმართ  მხარდაჭერა აქვს არამარტო რელიგიური კუთხით, არამედ სომხეთთან მისი ისტორიული წარსულის გამოც (გენოციდის საკითხი). თურქეთი კი მისი შინაარსით და ინეტესებით რუსთთან  სამხედრო და პოლიტიკურ ბატალიებში  ისტორიულად იმყოფება. სინამდვილეში, არავინ იცის რა ხდება ,,ფარდის უკან“. ცხადია, რომ სომხეთს ლობირებს რუსეთი,  რომელიც ამ ქვეყანას თავის სამხედრო მოკავშირედ განიხილავს და აზერბაიჯანის სამხედრო ძალების საპირისპირო და ადექვატური სიძლიერის სამხედრო შეიარაღებითაც ამიტომ ამარაგებს. გარდა ამისა, სომხეთში განთავსებულია რუსეთის სამხედრო ბაზები, რაც ერთი მხრივ არის სომხეთის დაცვის გარანტი.

მთიან ყარაბაღში სამხედრო მოსამსახურეების წინაშე სიტყვით გამოსვლისას, სომხეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ თვალსაც არ დაახამხამებს ისე გასცემს ბრძანებას სარაკეტო კომპლექსისისკანდერისასამოქმედებლად. იმისათვის, რომ იცოდეთ ეს რას ნიშნავს, წარმოგიდგენთ ,,ისკანდერის“  ტექნიკურ და ტაქტიკურ მახასიათებლებს:

ისკანდერის ტიპის ოპერატიული ტაქტიკური სარაკეტო კომპლექსი განკუთვნიალია მოწინაღმდეგის ცოცხალის ძალის, ჯავშან-ტექნიკის ჯარების მართვის პუნქტების, სარაკეტო დანადგარებისა და სხავადასხავა სამხედრო ობიექტების გასანადგურებლად. ოპერატიული ტაქტიკური რაკეტის მასა 3,8-4,8 ტონა, რაკეტის სიგრძე 7,28 მეტრი, რაკეტის დიამეტრი – 0.92 მეტრი, რაკეტის საბრძოლო ნაწილის მასა – 480 კგ. რაკეტის საბრძოლო ნაწილის ტიპი: მსხვრევად ფუგასური, ცეცხლგამჩენი, ქიმიური, ატომური და კასეტური. სროლის მინიმალური სიშორე 50 კმ, სროლის მაქსიმალური სიშორე – 280 კმ, მიზნის გადაადგილება 20-30 მეტრი. ისკანდერის რაკეტის ფრენის სიჩქარე – 2100-3600კმ/სთ. ისკანდერის ტიპის ოპერატიულ ტაქტიკურ სარაკეტო კომპლექსში შედის გამშვები დანადგარი, საკომანდო პუნქტი და სატრანსპორტო დამტენი მაქმანები. ისკანდერი ტიპის ოპერატიული ტაქტიკური სარაკეტო კომპლექსის გამშვებ დანადგარზე დაყენებულია 2 ოპერატიული ტაქტიკური რაკეტა, გამშვებ დანადგარს შეუძლია 1 წუთის ინტერვალით ორ სხვადასხვა სამიზნეს ბალისტიკური რაკეტები ესროლოს. ისკანდერის ტიპის ბალისტიკური რაკეტები მართავადია მთელი ფრენის განმავლობაში და კვაზი ფრენის ტრაექტორია აქვს, რაც იმას ნიშნავს, რომ შეუძლია ფრენის დროს მანევრირების მიმართულების და სიმაღლების შეცვლა. ეს ართულებს მოწინააღმდეგის რადიოლოკაციური სადგურების მიერ მისი აღმოჩენის ალბათობას. რაკეტა დამზადებულია სტელსისი ტექნოლოგით.
წარმოებული ისკანდერის ტიპის ოპერატიული ტაქტიკური სარაკეტო კომპლექსებისს მოდიფიკაციებია – ისკანდერი, ისკანდერ- ე საექსპორტო ვარიანტი (მაქსიმალური სროლის სიშორე 280 კმ), ისკამდერ-მ მაქსიმალური სროლის სიშორე 480 კმ, საბრძოლო ქობინის მასა 480კგ და უახლესი ისკანდერ-კ ტიპის ოპერატიული-ტაქტიკური სარაკეტო კომპლექსი, შეიარაღებაში აქვს პ-500 ტიპის ფრთოსანი რაკეტები, მაქსიმალური სროლოს სიშორე 500 კმ, საბრძოლო ნაწილის მასა 480 კ/გ.

  სომხეთის პრეზიდენტის შემდეგ გენერალმა არკადი ტერტედოვოსიანმა  ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა, რომ სომხეთში მზად არის რუკა აზერბაიჯანის 12 ობიექტით, სადაც სომხეთის მხარეს შეუძლია სარაკეტო დარტყმა მიაყენოს. სომხეთის ტელეარხზე Yerkir Media  ავიდა  გადაცემა, სადაც აჩვენეს ,,ისკანდერის“  პოზიციაზე გაშლის დემონსტრაციის პროცესი.

ამ საინფორმაციო ომის კამპანიას აზერბაიჯანიდან გამოეხმაურა თადარიგის პოლკოვნიკ შაირ რამალდანოვი.  აზერბაიჯანის სახელმწიფო ტელევიზიასთან, АзерТАдж -თან ინტერვიუში მან განაცხადა, რომ ,,აზერბაიჯანის შეიარარებულ არმიას აქვს ყველაზე თანამედროვე სარაკეტო-საარტილერიო სისტემა, რომელსაც შესწევს უნარი, მიწასთან გაასწოროს სომხეთის სამხედრო ობიექტები. თუ სომხეთი თავის მუქარას აასრულებს, ალბათ არც ჩვენ ვიჯდებით გულხელდაკრეფილები და ყველაზე უარესი, თუ ეს ყველაფერი მართლაც მოხდება, სომხეთის ტერიტორიაზე რამდენიმე საუკუნე არ იქნება სიცოცხლე. რას დაემსგავსება სომხეთი და რა ტრაგედია მოელის მას, ცხადია, უნდა იცოდეს. ასე, რომ ვინც ასეთ განცხადებებს და მუქარებს გზავნის, უნდა გადახედოს ჩვენს შესაძლებლობებს და მერე ილაპარაკოს“, -განაცხადა რამალდანოვმა.

რა მოხდება ამის შემდეგ?  ეს რუსეთზე, თურქეთზე და აზერბაიჯანზეა დამოკიდებული, მაგრამ თუ დაიწყება საომარი მოქმედებები, ის აუცილებლად მიიღებს ფართომასშტაბიან სახეს. საქართველო  არის ქვეყანა, რომელსაც ყველაზე მცირე სამხედრო პოტენციალი გააჩნია. ასეთ დროს, რამდენად შეძლებს ის, შეინარჩუნოს ნეიტრალიტეტი? რუსეთს სომხეთიდან სახმელეთო საზღვარი არ აქვს, ამიტომ, ხომ არ მოხდება ისე, რომ ეს კონფლიქტი ააღელვებს ეთნიკურ მასებს საქართველოშიც, რომლებიც მჭიდრო დემოგრაფიული დარაიონებით ჩვენ ტერიტორიაზე არიან განლაგებულნი?  მით უფრო, რომ მათი ნაციონალისტური გამოვლინებების ცალკეული შემთხვევები უკვე ვიხილეთ. ეს ის საფრთხეებია, რომელზეც სახელმწიფო უსაფრთხოებამ უნდა იფიქროს და ალბათ, უნდა გამოინახოს ძალა, რომ დაფიქსირდეს საქართველოს ეროვნული ინტერესები და არ წამოეგოს ქვეყანა პროვოკაციაზე.

 სომხურ-აზერბაიჯანულ დაძაბულობას წინ უძღოდა ნაციონალური მოძრაობის მიერ გაკეთებული განცხადება, სადაც ისინი აფიქსირებდნენ, რომ ,,ღია ბორტით რუსულ ნომრიან მანქანებს სამხედრო ტექნიკა შესაძლოა სომხეთის მიმართულებით გადაჰქონდათ“. აღმოჩნდა, რომ ეს იყო სატვირთო მანქანები და არანაირი საბრძოლო ტექნიკა მასზე განთავსებული არ ყოფილა, თუმცა ამ ფაქტს შეეძლო საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობის გაფუჭება. ყოველივე ეს სიმპტომები არის იმის მაჩვენებელი, რომ კავკასიური კონფლიქტის დაწყების შემთხვევაში ის არ იქნება ლოკალური და ფართომასშტაბიანი არეულობის სახეს მიიღებს. აქედან გამომდინარე ჩნდება ლოგიკური კითხვა: გვაქვს თუ არა სათანადოდ საზღვრები გამაგრებული და ამ საფრთხეებს აღიქვამს თუ არა ის, ვინც ქვეყნის უსაფრთხოებაზე აგებს პასუხს? როგორ შეიძლება, საზღვარს იცავდეს პოლიციის დანაყოფები? ნუთუ ისინი მზად იქნებიან მათი სპეციფიკიდან, ცოდნიდან, მატერიალურ-ტექნიკური ბაზიდან, ოპერატიული მოქმედების ცოდნიდან გამომდინარე, რომ პასუხი გასცენ თუნდაც ლოკალურად შექმნილ საბრძოლო მოქმედებას? როდის იყო, პოლიცია არმიას აჩერებდა? თუ ამ საფრთხეებს არ ვცნობთ და არანაირი იდეით არ ვუდგებით სახელმწიფო უსაფრთხოებას, მაშინ ყველაფერი შეიძლება დავუშვათ.

როცა სასაზღვრო ზოლს ქვეყნის შეიარაღებული ძალები არ იცავს, როცა არმიის სტრუქტურა არაკონსტიტუციურად დაშალეს, როცა სამხედრო ავიაცია დააკონსერვეს, როცა აღარ არსებობს საზღვაო ფლოტი,  არმიიდან უმოტივაციოდ არიან გაყრილი ომის ვეტერანები, ხოლო დღევანდელი რეზერვის კონცეფციას ქმნიან 2008 წლის ყვითელი ავტობუსებისა და 14 დღიანი ,,რეზერვის უბედურების,,  ყოფილი ავტორები, გვრჩება მხოლოდ ის, რომ ვიზრუნოდ, სასწრაფოდ  შეიქმნას სამოქალაქო თავდაცვის ტოტალური გეგმა.

კომენტარები
Загрузка...

დატოვე პასუხი