შალვა ნათელაშვილი, ლეიბორისტული პარტიის ლიდერი, პრეზიდენტობის კანდიდატი:

_ პრეზიდენტს ალიევის რეჟიმი საინგილოში- ჰერეთში აგრძელებს ქართველთა საგანმანათლებო დისკრიმინაციას. წელს სამ სოფელში: ალიაბადი, მოსული, მუშაბაშის სკოლებში დაიხურა ქართული სექტორები და პირველ კლასში აღარ მიიღეს ბავშვები. ჩემი გაპრეზიდენტების შემდეგ, უმთავრესის ამოცანა იქნება დევნილი ქართველების უფლებების დაცვა, მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში. მანამდე ჩვენ ვუგზავნით საპროტესტი ნოტას აზერბაიჯანის მთავრობას და საელჩოს საქართველოში, რათა შეწყდეს ეს არამეგობრული, დისკრიმინაციული პოლიტიკა. საერთაშორისო დანაშაულია, ამაზრზენია ოკუპირებულ ტერიტორიაზე, რომ დევნიან ქართველობას და ყველაფერს ქართულს, მაგრამ გასაგებია, რადგან ასე ოკუპანტები იქცევიან, მაგრამ როცა ეს ელემენტები მეგობარი ქვეყნის ხელმძღვანელთა პოლიტიკაშია, ეს გულისტკივილს და არანაკლებ აღშფოთებას იწვევს.

რომელიმე ზერბაიჯანელს რომ შეეზღუდოს განათლების უფლება, თბილისსა თუ ქვემო ქართლში, პირველი მე გავეშურები მათ დასახმარებლად. ასევე უნდა იქცეოდნენ აზერბაიჯანელი დეპუტატები, პოლიტიკოსები, როცა ასეთი რამ ხდება საინგლოში-ჰერეთში. არ შეიძლება გაჩუმებული იყოს იყოს ივანიშვილის რეჟიმი მხოლოდ იმის გამო, რომ ალიევის რეჟიმთან აქვს ნაყოფიიერი, მილიარდიანი ბიზნესები და ამით ივსება ოლიგარქების ჯიბეები. თუნდაც ის, რომ 2006 წლიდან ჰერეთში არ შესულა ქართული სახელმძღვანელოები, იხურება ქართული სკოლების და არის ეკლესიასთან დაკავშირებული პრობლემები, არის ივანიშვილის და ალიევის რეჟიმების დიდი სირცხვილი და არა ქართველი და აზერბაიჯანელი ხალხის.

კომენტარები
Загрузка...

დატოვე პასუხი