,,ოჯახებს, შვილებს მოწყვეტილი ხალხი, მიზერულ ხელფასებზე, თან ის ფული აქაც უნდა გამოგზავნონ და თვითონაც უნდა იმყოფინონ, ხშირად ნახევრად მშივრები რომ იძინებენ, ფიქრობენ ქვეყანას როგორ დაეხმარონ.
აქ კი გაზულუქებულები, თან დეპუტატებიც რომ არიან და თან საკუთარ ბიზნესსაც რომ ლობირებენ, 300-400%-ით აძვირებენ წამლებს, გაჭირვებულ, დაავადებულ მოსახლეობაზე იწყობენ კეთილდღეობას.
თუ არ გჯერათ, რომ საქართველოში ძალიან ბევრს სჭირდება მედიკამენტები, ნახეთ ამ პსპ-ების, თუ ავერსების “საახალწლო გათამაშების” დოლურა. რამდენი ბილეთია იქ მოთავსებული და ერთ ბილეთს, სულ ცოტა 20 ლარის წამალზე იძლევიან. ნახეთ და ყოველგვარი მათემატიკის გარეშეც მიხვდებით, რომ ამათ გაუმაძღრობას საზღვარი არა აქვს!
გაიხარეთ ემიგრანტებო პირველ რიგში ამ სითბოსთვის და მზრუნველობისთვის ” _ წერს ფეისბუქის საკუთარ გვერდზე ჟურნალისტი გია გაბრიჭიძე.

ემიგრანტთა ნაწილი აპირებს საქართველოში „ტამიფლუ“ უსასყიდლოდ გამოგზავნოს მათთვის, ვისაც აღნიშნული პრეპარატი ესაჭიროებათ. თურქეთში მცხოვრები თეა ხასაია სოციალურ ქსელში მოწოდებას ავრცელებს.

„სტამბულში მყოფო ქართველებო, ვინმემ გაუკეთეთ ორგანიზება, გავაგზავნოთ საქართველოში ღორის გრიპის წამალი ტამიფლუ და ახლა სხვა წამალიც გავიგე, რითაც თურქეთი კურნავს ღორის გრიპით დაავადებულთ. აქ 39 ლირამდე ღირს. რამდენიმე კოლოფი, ვის რამდენიც შეგვიძლია, ერთიც რომ შეგეძლოთ, ვიყიდოთ და მოვიფიქროთ, რანაირად შევძლებთ გაგზავნას. რას იტყვით… მე ვერ ვუკეთებ ორგანიზებას, მოუცლელი სამსახურის გამო. კვირას ვისვენებ, შევხვდეთ სადმე, მოვიფიქროთ, საქართველოში გაჭირვებულ ავადმყოფებს მივაწოდოთ… უფალი გფარავდეთ თქვენ და თქვენს ახლობლებს, სრულიად საქართველოს. მინდა სხვა ქვეყნის ემიგრანტებმაც გადააზიაროთ და ააგროვოთ წამალი. დავდგეთ ფეხზე. განსაცდელი გვიდგას ყველას”, – წერს თეა ხასაია.

კომენტარები
Загрузка...

დატოვე პასუხი