პრეზიდენტობის კანდიდატი თემურაზ შაშიაშვილი პარტია ,,ქართული ოცნების” თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილს 4 პუნქტიან შეტყობინებას უგზავნის:

თეიმურაზ შაშიაშვილი:

_ პირველი შეტყობინებით ბიძინა ივანიშვილისგან ვითხოვ: სუსში ძალიან კარგი პიროვნებები არიან და მოაცილეთ ისინი საარჩევნო სისტემას. ილია ჭავჭავაძე ამბობდა, არჩევნების დღეს, საერთოდ არ უნდა ჩანდეს პოლიციელიც კიო.

მეორე შეტყობინება: დაამსხვრიეთ ის ტექნიკა, რომელიც მოსასმენად ჩამოიტანეთ. უსმინეთ ხალხს და არა მოსასმენი აპარატებით პოლიტიკოსებს ან სხვა ადამიანებს.

მესამე შეტყობინება:  შეძელით, დაფინანსდეს ყველა ტელევიზია, რისთავი 2 -ით დაწყებული, პირველი არხით დამთავრებული, რათა ყველა კანდიდატს მოგვცენ ერთნაირი დრო.

მეოთხე შეტყობინება: ნუ ჩაერევით არჩევნებში და თუ ჩაერევით, სეეცადეთ, რომ იყოს ობიექტური არჩევნები. თქვენ გაქვთ ეს შანსი და თუ გააკეთებთ ამას, მაშინ, საქართველო, ხალხი აირჩევს ნამდვილ პრეზიდენტს. თქვენ კი იქნებით პიროვნება, რომელმაც საქართველოს მისცა ნამდვილი პრეზიდენტი.

ჩვენს ქვეყანას დღემდე არ ჰყოლია, მაგრამ თუ ამას გააკეთებთ, მას ეყოლება ნამდვილი პრეზიდენტი.

კომენტარები
Загрузка...

დატოვე პასუხი