სიღნაღის რაიონის სოფელ ვაქირში ცხოვრობს მოხუცი ქალბატონი, რომელიც ქმნის ხელოვნების უბადლო ნიმუშებს: კალათებს, ხონჩებს, ვაზებს და ამის დასამზადებლად იყენებს სრულიად უბრალო და იაფ მასალას სიმინდის ფუჩეჩს (სიმინდის ტაროს გარშემო შემოხვეული ფოთლები) თუმცა ნივთები ძვირფასი გამოდის. ეს ნივთები ყოფაცხოვრებაშიც ხშირად გამოიყენება. სწორედ ამ შედევრებს ქმნის 90 წლის ეთერ დემეტრაშვილი.

ჩვენ ვესტუმრეთ ქალბატონ ეთერის. სამწუხაროდ ახლა შეუძლოდ არის და ლოგინში წევს, საუბარიც აღარ შეუძლია. ამის გამო ამ ნივთებსაც ვეღარ ამზადებს. მისმა შვილიშვილმა მოგვიყვა რომ ეს ხელობა ბავშვობაში დიდ ბებიას უსწავლებია. ქალბატონი ეთერი გათხოვების შემდეგ ოჯახაისთვის წნავდა ამ ნივთებს. მის ნამუშევრებს ბევრი მყიდველი გამოუჩნდა, მაგრამ ქალბატონ ეთერის გაყიდვაზე უარი განუცხადებია. ის მათ უანგაროდ ჩუქნიდა. ეთერი თავის ცოდნას ამ ხელობით დაინტერესებულებაც უზიარებდა. მისი ერთ-ერთი ნამუშევარი ჩვენც გვაჩუქეს.

ლუკა ხატიაშვილი

თიკა ბაბალაშვილი

თაკო ვარდიაშვილი

კომენტარები
Загрузка...

დატოვე პასუხი