ჯვარი-მესტიის გზაზე, სოფელ ბარჯაში 22  წლის მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს. ცხედარი ბარჯაში მდებარე სასადილოს ეზოში  ნახეს.

ადგილობრივების ინფორმაციით, 22  წლის მამაკაცი სასადილოში მეგობრებთან ერთად იმყოფებოდა. ის სუფრიდან ადგა და სასადილოს ეზოში გავიდა სადაც ის გარდაცვლილი იპოვეს.

გარდაცვალების ზუსტ მიზეზს ექსპერტიზა დაადგენს. გამოძიება გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობის მუხლით მიმდინარეობს.

მიშკა ძიძიგური

კომენტარები
Загрузка...

დატოვე პასუხი