განათლების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა საზოგადოებას ახალ-ახალი უცნაურობებით დიდი ხანია აოცებს. ჯერ იყო და, ზღაპრებს დაერია და მისი გმირები განსაჯა ან შეაჩვენა, მერე, ჰაგიოგრაფიულ ნაწარმოებებს მისდგა და მასში ქალთა დისკრიმინაციის ელემენტების აღმოჩენა რატომღაც მინისტრობის ჟამს დაიწყო. ჩვენდა გასაკვირად, შუშანიკის წამებაში, ასეთი მხოლოდ ერთ ფრაზაში იპოვა და ატეხა ერთი ამბავი… განათლების მინისტრიც ასეთი უნდა!

  ჯეჯელავას ახალი გაჯეჯილება კი ის არის, რომ მან გადაწყვიტა,  ის მოსწავლეები, რომლებმაც სკოლაში სწავლა გარკვეული მიზეზებით ვერ შეძლეს, ამას ნებისმიერ დროს შეძლებენ.

ალექსანდრე ჯეჯელავას თქმით, ამიერიდან, სკოლაში სწავლის დაწყება ან გაგრძელება ზრდასრულ ადამიანებსაც შეეძლებათ.

“დღეს, ძალიან სასიხარულო ამბავი გამოვაცხადეთ. ეს არის განათლების ახალი შანსი. საუბარია, იმ მოქალაქეებზე, რომლებმაც მიზეზების გამო ვერ მიიღეს სასკოლო განათლება – მიატოვეს სკოლა, ან ფიზიკურად არ ჰქონდათ სწავლის საშუალება. ჩვენ ვქმნით სისტემას, რომლითაც ასეთ ადამიანებს დავაბრუნებთ სკოლაში.

80 ბავშვი უკვე ვიპოვეთ და შევიყვანეთ დაწესებულებაში, რის შემდეგაც გააგრძელებენ სკოლაში სწავლას. მათ შორის საუბარია ზრდასრულ ადამიანებზე, რომლებმაც მიზეზთა გამო წარსულში ვერ მიიღეს სასკოლო განათლება. ეს არის კიდევ ერთი ნაბიჯი ევროპისკენ, ნაბიჯი პროფესიული და პიროვნული თავისუფლებისკენ, რომელიც არის ჩვენი მთავრობის ოთხ პუნქტიანი გეგმის ერთ-ერთი ფუძემდებელი პრინციპი”, – აღნიშნა  ჯეჯელავამ.

 

დატოვეთ კომენტარი

კომენტარები

Загрузка...

დატოვე პასუხი