ხატია ჩოგოვაძე:  არ შეიძლება მედიცინაში იყოს ასეთი განუკითხაობააა! ძალიან მინდა, ვიყო კეთილგანწყობილი, მაგრამ ამის საშუალებას არ მოგცემენ! ერთი ექიმი გინიშნავს რაღაცას, მეორე გეუბნება, რომ ეგ წამალი არ მისცეო. დემეს მაღალი ტემპერატურით, ხველით დაეწყო ვირუსი, რამდენჯერმე გავასინჯე ექიმებს და ახლა ბავშვს აღმოაჩნდა ორივე ყურის ანთება, რომელიც აქამდე დაწყებული ყოფილა. მანამდე არცერთ ექიმს არ გაუსინჯავს ყურები. ასეთი ზედაპირულობა როგორ შეიძლება. გამაწამეეს!!!არ მითხრათ ახლა” ერთთან უნდა იაროო.”

პირველ დღეს, დემეს რომ ხველა დაეწყო და ტემპერატურა ჰქონდა, იმავე დღეს გამოვიძახე ექიმი, ვიფიქრე არ გავურთულებ მდგომარეობას და სახლშივე გასინჯავს-თქო(დაზღვევამ გამოგზავნა). სამსახურისთვის ბავშვის მოვლის ბიულეტენსაც გაგიხსნისო. მოვიდა ერთი კაცი (არაექიმური გამომეტყველებით). ბავშვი გასინჯასავით (არც კი) და მეუბნება, ჰე, ახლა მითხარი წამლების სახელები რა გამოგიწეროო. მე გაკვირვებული ვპასუხობ, მეთქი აი, ეს დავალევინე, კიდევ აი, ეს წამალი. ამოიღო მობილური და წამლის კოლოფს გადაუღო სურათი. მერე გადაწერა სახელწოდება ფურცელზე, დოზა რამდენი უნდა მივცე მეთქი?(ვამოწმებ ახლა თუ იცის) მაგრამ, გამიცრუა იმედი, დამაგუგლინა წამლის აღწერა და იმასაც რატომღაც ფოტო გადაუღო. ასე გაოცებულმა გავაცილე ეს კაცი.

ეს ექიმი ,,ჯეო მედი”-დან იყო და დაზღვევამ გამოუშვა. მერე მირეკავს ,,ჯეო მედი”. დამირეკა მოსაკითხად და ვინ გამოუშვით ეს მეთქი? თქვენ ბიულეტენი არ გინდოდათო? მეთქი ექიმი არ არის?როგორ. გეკადრებათ, ექიმიაო, მაგრამ ბიულეტენებისააო (მიმანიშნა). რომ მივაწექი, მერე აღიარა. არადა თავიდან მითხრეს, ექიმი მოვა და დანიშნულებას დაგიწერსო.

სულ ვამოწმებ.ვეძიები, ვკითხულობ და მართლა როგორც მე ვგრძნობ რაც უნდა გავაკეთო, მერე მაინც ის მიდგომა ამართლებს. იმ ერთ განსაკუთრებულთან ვერ დავდივარ. შეიძლება არასწორია, მაგრამ ასე გამოდის.

არასდროს გვტკიებია ყურები. ადრე კუჭ-ნაწლავისთვის ფაგს ვყიდულობდი ბავშვისთვის და რატომღაც ექიმებს არ მოსწონთ ეს ფაგები. ურჩევნიათ სხვა რამის დანიშვნა. არადა უებარია.

აი, რატომ ვერ უნდა კითხულობდნენ სისხლის ანალიზს, ეფექტურად დანიშნულებას ვერ უნდა ნიშნავდნენ და ამას დამატებული ყელის და ცხვირის პრობლემა რომაა ინფექციის დროს, ყური არ უნდა ნახონ?

განუკითხაობაა. ექიმი რომ ჰქვია ადამიანს, გგონია, ბავშვს რომ ტემპერატურა აქვს და ხველა, როგორ არ უნდა იცოდეს ელემენტარული გასინჯვა და წამლის დანიშვნა. თურმე არ იციან და მართლა სანთლით უნდა ეძებო ნორმალური.

.

,,ევრონიუს ჰოლდინგი” აუცილებლად დაინტერესდება ,,ჯეო მედი’-ში შექმნილი მდგომარეობით და აუცილებლად გასცემს პასუხს კითხვას: რა ხდება ჯეო მედიში?

 

კომენტარები
Загрузка...

დატოვე პასუხი