დაუსრულებელი მშენებლობების დასრულებას აპირებს დეველოპერული კომპანია “სფერო ჰოლდინგი”. 2019 წლიდან ახალი პროექტების განსახორციელად ემზადება, კომპანიის ხელმძღვანელი – გიგა წულეისკირი, ამ ეტაპზე იგი სამშენებლო კომპანია “სვეტის” შეჩერებულ პროექტებსაც განიხილავს და გეგმავს ყველაზე პრობლემატური – დაზარალებული მენაშენეების ბინებით დაკმაყოფილების საკითხი, მათივე საკეთილდღეოდ გადაწყვიტოს.

შეგახსენებთ, რომ 2018 წლის მაისიდან, სამშენებლო კომპანია „სვეტის” საქმიანობით გამოძიება დაინტერესდა, მათ საქმეზე ხმაურიანი სასამართლო პროცესები დღემდე მიმდინარეობს. გამოძიება კომპანიის მმართველ პირებს თაღლითური გზით, დიდი ოდენობით თანხების მითვისებას დღემდე ედავება. იმ პერიოდიდან მოყოლებული, “სვეტთან” მოლაპარაკების გასაგრძელებლად და კანონის ფარგლებში თანამშრომლობისთვის ემზადებოდა “სფერო ჰოლდინგის” ხელმძღვანელობა, მაგრამ ჯიბლაძის კომპანიას პრობლემები შეექმნა. მის დაკავებამდე ცოტა ხნით ადრე, 2018 წლის 23 მაისს გაფორმდა წინარე ნასყიდობის ხელშეკრულება “სვეტსა” და “სფერო ჰოლდინგის” დამფუძნებელ წულეისკირს შორის, რითაც, ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ორი თვის ვადაში “სფერო ჰოლდინგის” მიერ უნდა მომხდარიყო “სვეტის” ფინანსური და სამართლებრივი მდგომარეობის შემოწმება. მათი დაკავების შემდეგ კი, ის ადამიანები, რომლებიც ორი წლის განმავლობაში ელოდნენ კუთვნილი ბინების მიღებას, აქციებს მართავდნენ.

აღნიშნულმა თემამ ასახვა მედიაშიც ჰპოვა; ბუნებრივია, თავის მხრივ დაზარალებული მოქალაქეების პრობლემის მოგვარებას ცდილობდა და ცდილობს თბილისის მერიაც. როგორც წყაროები იუწყებიან, სვეტის ნაწილის გადაბარების პროცესში უშუალოდ კახი კალაძეცაა ჩართული. კულუარული ინფორმაციით, შეჩერებული მშენებლობების განახლების მიმართულებით, თბილისის მერია მთავარ დასაყრდენად სწორედაც რომ “სფერო ჰოლდინგს” მოიაზრებს, რამეთუ დაუსრულებელი პროექტების დასრულების მიღმა, აღნიშნული კომპანია, რომელიც ცუდი რეპუტაციით არ სარგებლობს, ძველი თბილისის უბნებშიც აპირებს კონკრეტული პროექტების განხორციელებას.

” ჩვენ დეველოპერულ ბაზარზე წარმოქმნილი ქაოსიდან ერთადერთ გამოსავალს თანმიმდევრულ, სწორად გათვლილ ნებიჯებში ვხედავთ, რომელიც მორგებული იქნება, პირველ რიგში დაზარალებულების ბინებით ან ფინანსებით დაკმაყოფილებაზე. ჩვენმა კომპანიამ, თვეების წინ ხელშეკრულება გააფორმა “სვეტთან“, თუმცა მათ არ შეასრულეს ვალდებულებები სრულად და სასამართლოს გზით ჩვენ დავაყადაღეთ კიდეც მათი კუთვნილი ქონება, თუმცა ახლა ვაპირებთ სამართლებრივი ბერკეტებით გადავაბაროთ აღნიშნული ქონება მენაშენეებს, რათა მათ ინტერესებს ხელი არ შეეშალოს. ბიზნესის, სახელმწიფოს და კანონის ერთობლივი ძალისხმევით, მე და ჩემი გუნდი შევძლებთ რომ ბეტონის ჩონჩხები დასახლებული ბინებით ჩავანაცვლოთ. ” – განაცხადა წულეისკირმა.

კომენტარები
Загрузка...

დატოვე პასუხი