მე-6.000.000 ტურისტის შესახებ გადაღებული ვიდეორგოლი კანის ლომების ფესტივალზე ვერცხლის და ბრინჯაოს ლომის მფლობელი გახდა.

კლიპის გადაღება საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინიციატივით განხორციელდა, რომელიც საქართველოში მე-6.000.000 ტურისტის შემოსვლას ეძღვნება.

საქართველოში 2016 წელს რეკორდული რაოდენობის ტურისტი ჩამოვიდა. ეს არის პირველი წელი საქართველოს ისტორიაში, როდესაც ქვეყანაში 6 მილიონზე მეტი საერთაშორისო მოგზაური შემოვიდა. სწორედ ამ მოვლენის აღსანიშნავად მოხდა კლიპის გადაღება.

ქართული სააგენტოების წარმატებას კანის კრეატიულ ფესტივალზე კიდევ ორი ლომი დაემატა. Windfor’s-ის ნამუშევარმა Dinner With Georgia ფესტივალზე, PR-ის კატეგორიაში, ერთი ვერცხლი და ერთი ბრინჯაო მოიპოვა, – ესაა პირველი ვერცხლის ლომი ქართულ სარეკლამო ინდუსტრიაში

 

წყარო: BM.GE

კომენტარები
Загрузка...

დატოვე პასუხი