Home ახალი დამატებული ჯანდაცვის სამინისტრომ „ფრესკო“-ში ხარვეზები ვერ აღმოაჩინა

ჯანდაცვის სამინისტრომ „ფრესკო“-ში ხარვეზები ვერ აღმოაჩინა

20 second read
0
20

სავაჭრო ქსელ „ფრესკოს” თანამშრომლების სახელით გავრცელებულ განცხადებას ჯანდაცვის მინისტრი _ დავით სერგეენკო გამოეხმაურა. მისი თქმით, შრომის ინსპექციამ სავაჭრო ქსელი შეამოწმა და ხარვეზები ვერ გამოავლინა. სერგეენკო მიიჩნევს, რომ სხვა დროს სხვადასხვა კომპანიის თანამშრომლებმა სოციალურ ქსელში ინფორმაციის გამოქვეყნების ნაცვლად ურჩევნიათ, ჯანდაცვის სამინისტროს მიმართონ. „შრომის ინსპექცია არ არის სასწრაფო დახმარება, რომ სოციალურ ქსელში გავრცელებულ ყველა ინფორმაციაზე იაროს”, – აღნიშნა მინისტრმა.

euronews.ge- მ გამოაქვეყნა სოციალურ ქსელში „ფრესკოს” თანამშრომლების სახელით გავრცელებული წერილი, რომელშიც ისინი მაღაზიათა ქსელ „ფრესკოში” არსებულ ვითარებასა და ზეწოლაზე მიუთითებდნენ. ფაქტის გახმაურების შემდეგ, ჯანდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტი სუპერმარკეტების ქსელ „ფრესკოში” იძულებითი შრომისა და შრომითი ექსპლუატაციის ფაქტებს შეამოწმებდა. მინისტრის პასუხიც ამ შემოწმებას მოჰყვა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარები

Load More Related Articles
Load More By euronews.ge
Load More In ახალი დამატებული

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *