,,ხელნაწერთა ცენტრში უნიკალურ მინიატურებს რესტავრაციას ბითუმად უკეთებენ! ხელნაწერთა ცენტრში მოსალოდნელია ხანძარი, ძარცვა და წყალდიდობა, – ეს მე არ მითქვამს, ეს ხელნაწერთა ცენტრის დირექტორმა თქვა. ვისაც გაინტერესებთ რა მდგომარეობაშია ის შენობა, რომელშიც ჩვენი საგანძურია და ვისაც გაღელვებთ და გადარდებთ როგორ ჩაუტარდა რესტავრაცია მსოფლიოში უნიკალურად აღიარებულ მოქვის სახარებას, უყურეთ გუშინდელ გადაცემას, რომლის სტუმრები იყვნენ კორნელი კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ცენტრის დირექტორი ზაზა აბაშიძე და ამავე ცენტრის რესტავრაციის განყოფილების მეცნიერ-თანამშრომელი თამარ დვალიშვილი. ესაა ჩემი N1 გადაცემა ხელნაწერთა ცენტრზე. უსათუოდ დაუგდეთ ყური, გაიგეთ, როგორ ჩაუტარდა რესტავრაცია 1300 წელს გადაწერილ მოქვის სახარებას, რომლის მინიატურები შესრულებულია ოქროთი დაფენილ ეტრატზე და ამის გამოა აღიარებული მსოფლიოში უნიკალურ ხელნაწერად – დღეში ათ მინიატურას ამაგრებდნენ, თევზის წებოთი და სპირტით…

   ეს მოხდა მაშინ, როცა ცენტრის დირექტორი ბუბა კუდავა იყო, მაგრამ ადამიანები, რომლებიც უნიკალური მინიატურების ბითუმად რესტავრაციაში მონაწილეობდნენ, ისევ ხელნაწერთა ცენტრში მუშაობენ, ისევ ეხებიან უნიკალურ ხელნაწერებს…” _ აცხადებს ჟურნალისტი ნინო მიქიაშვილი.

 

კომენტარები
Загрузка...

დატოვე პასუხი