გერმანიის ხელისუფლება ჰომოსექსუალიზმის მუხლით გასამართლებული გერმანელი გეების რეაბილიტაციას მოადენს და ამასთან, მათ კომპენსაციასაც გადაუხდიან ყოფილ პატიმრებს მთავრობა ერთჯერადად, 3000 ევროს გადაუხდის, ასევე ყოველ საპატიმრო წელზე 1500 ევროსაც დაუმატებს.

გერმანიის იუსტიციის მინისტრი ამბობს, რომ კომპენსაციის გაცემა „სამართლიანობის აღდგენისთვის დაგვიანებულია“. მისივე გამოთვლით, კომპენსაციიისთვის უწყებას 5 000-მდე ადამიანი მიმართავს. კომპენსაციას არ მიიღებენ ის პირები რომელთა პარტნიორებიც, 16 წლამდე ასაკის მოზარდები იყვნენ.

გერმანიის სისხლის სამართლის კოდექსში შესაბამისი მუხლი, რომლითაც ჰომესექსუალების დასჯაა გათვალისწინებული, ჯერ კიდევ კაიზერის პერიოდიდან არსებობდა და ნაცისტური გერმანიის პერიოდშიც აქტიურად გამოიყენებოდა.

აღნიშნული მუხლი კოდექსიდან, საბოლოოდ, მხოლოდ 1994 წელს ამოიღეს.

Imedinews.ge

კომენტარები
Загрузка...

დატოვე პასუხი