Home საზოგადოება ხელისუფლება მოსახლეობას უვიზო მიმოსვლის წესების დაცვისკენ მოუწოდებს-წინააღმდეგ შემთხვევაში ქვეყანა ამ მონაპოვარს დაკარგავს

ხელისუფლება მოსახლეობას უვიზო მიმოსვლის წესების დაცვისკენ მოუწოდებს-წინააღმდეგ შემთხვევაში ქვეყანა ამ მონაპოვარს დაკარგავს

21 second read
0
23

პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე თამარ ჩუგოშვილი აცხადებს, რომ დღეს მიღებული გადაწყვეტილება ვიზალიბერალიზაციის შესახებ, რომელიც ყველას ძალიან გვიხარია, ამავდროულად ჩვენი ქვეყნის თითოეულ მოქალაქეს აკისრებს დიდ პასუხისმგებლობას, რომ არ დაირღვეს ვიზალიბერალიზაციის პირობები.

ჩუგოშვილმა გადაცემა “პრიორიტეტში” განაცხადა, რომ საქართველოს მთავრობა აპირებს მასშტაბური საინფორმაციო კამპანიის ჩატარებას და ყველას ინფორმირებას იმის თაობაზე,  თუ ზუსტად რას გულისხმობს უვიზო მიმოსვლა, რა არის ის პირობები, რომლებიც აუცილებლად უნდა დაცვას თითოეულმა მოქალაქემ.

“ჩვენ მოვუწოდებთ, ვთხოვთ ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს, რომ აუცილებად დაიცვან ეს პირობები. პირობები თუ არ იქნება დაცული, ეს არა მხოლოდ მათ, არამედ მთლიანად ქვეყანას დააყენებს სერიოზული რისკებისა და გამოწვევების  წინაშე. მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი მოქალაქეები, როდესაც გაეცნობიან უვიზო მიმოსვლის პირობებს, პატივს სცემენ მას. წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაძლოა, ამოქმედდეს შეჩერების მექანიზმი და ეს დიდი მონაპოვარი დავკარგოთ”,-განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

primetime.ge

დატოვეთ კომენტარი

კომენტარები

Load More Related Articles
Load More By euronews.ge
Load More In საზოგადოება

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *