საკონსტიტუციო ცვლილებებთან და ვენეციის კომისიის პრეზიდენტის შენიშვნებთან დაკავშირებით საუბრობს ოპოზიცია. პარლამენტის ფრაქცია ”ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის რომან გოცირიძის თქმით, ხელისუფლება კონსტიტუციის დოკუმენტს მარტივად ვერ გაატარებს.

“კონსტიტუცია არის დოკუმენტი, რომლის ასე მარტივად გატარება ამ ხელისუფლებას არ გამოუვა, მითუმეტეს თუ გავითვალისწინებთ, რა მძიმე საერთაშორისო ფონია. ამიტომ, მთავრობამ და ხელისუფლებამ ეს კონსტიტუცია უნდა გაიწვიოს,“ – განაცხადა რომან გოცირიძემ.

პარლამენტის ფრაქცია ”ევროპული საქართველოს” წევრი ელენე ხოშტარია კი, ხელისუფლებას პლებისციტის ჩატარებისკენ მოუწოდებს.

“ვენეციის კომისიის პრეზიდენტის განცხადებამ კიდევ ერთხელ გვაჩვენა თუ როგორ ჩიხში შეიყვანა ხელისუფლებამ საკონსტიტუციო ცვლილებების პროცესი. ჩვენ ვთავაზობთ ხელისუფლებას კიდევ ერთხელ, რომ მივმართოთ ნორმალურ, საღ გამოსავალს, რაც არის პლებისციტი,“ – აღნიშნა ელენე ხოშტარიამ.

კომენტარები
Загрузка...

დატოვე პასუხი