დიდ ბრიტანეთში, დორსეტის საგრაფოში მუხის ხეზე აშენებული სახლი არქიტექტურის სამეფო ინსტიტუტის (RIBA) პრემიის პრეტენდენტად დასახელდა. სახლის საერთო ფართი 35 კვადრატული მეტრია.

.ეს სახლი მიწიდან 9 მეტრზეა. მის ქვედა სართულზე არის საშხაპე, მეორე სართულზე კი – საუნა და ჰიდრომასაჟის აბაზანა. სახლი ხეზე დიზაინერმა ჰაი მალინსონმა და არქიტექტორმა კეიტ ბრაუნლიმ დააპროექტეს. მის მშენებლობას დაახლოებით 5 თვე დასჭირდა. ამ დროისთვის ის ქირავდება და მისი ფასი ღამეში 512 დოლარია.

პრემია RIBA არქიტექტურული მიღწევების აღსანიშნავად დაარსდა. მასზე განაცხადის შეტანა ნებისმიერ არქიტექტორს შეუძლია. მთავარია, რომ შენობა 2 წლით ადრე მაინც უნდა იყოს აშენებული.

https://www.youtube.com/watch?v=LOYOSOzNzWQ

კომენტარები
Загрузка...

დატოვე პასუხი