შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ინფორმაციით, დუშეთის რაიონში 5 ტურისტს ეძებენ. სავარაუდოდ, დაკარგულები ხევსურეთში, გუროს კოშკის მიმდებარე ტერიტორიებზე იმყოფებიან.

„გუშინ ღამით, დაახლოებით 10:00 საათისთვის შემოვიდა SOS შეტყობინება, რის შედეგადაც დადგინდა კოორდინატები და მიმდინარეობს სამძებრო ღონისძიებები”, – აცხადებენ სააგენტოში. მათი ცნობით, ტურისტების ვინაობა ამ დროისთვის დადგენილი არ არის.

კომენტარები
Загрузка...