ყველა ჩვენთაგანს სურს, დიდხანს და ბედნიერი ცხოვრებით იცხოვროს, მაგრამ ყველამ არ იცის, როგორ უნდა მიაღწიოს ამ შედეგს. ამერიკელმა მოგზაურმა, მწერალმა და მკვლევარმა, დიდი და ხანგრძლივი ცხოვრების ექსპერტმა, დენ ბიუტერმა რომელიც 5 წლის განმავლობაში აკვირდებოდა ადამიანებს და ადგილებს, სადაც მაღალია ადამიანების სიცოცხლისუნარიანობა, რომლებსაც მან შემდგომ „ცისფერი ზონები”უწოდა, გამოიყვანა უბრალო ფორმულა, ჯანმრთელი და აქტიური ცხოვრებისათვის :

1) კარგად იკვებეთ, ნაკლებად ინერვიულეთ, ზედმეტად იმოძრავეთ და გიყვარდეთ …

2) იაპონელები-ცნობილები არიან, როგორც პლანეტის დიდხანს მაცხოვრებლები. მათი სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა მამაკაცებში 88 წელია, ქალებში კი-92. რატომ? რატომ და იმიტომ, რომ მათ თავიანთ ენაზე აქვთ სიტყვა „იკიგაი”, რაც დაახლოებით ნიშნავს იმას, რაც ცხოვრებას არსს აძლევს. ის, რაც გვაიძულებს, სიხარულით გავიღვიძოთ ყოველ დილას“.

მიზეზი, მიზანი და რაც გინდათ ის დაარქვით … მეცნიერები თვლიან, რომ ამ მიზეზის გათვალისწინება, ანუ ამ მიზნის შესრულება ყოველ დილას, ადამიანის სიცოცხლის საშუალო კოეფიციენტს 7 წლამდე სიცოცხლეს უმატებს.

3)კარგად გამოიძინეთ! ხანგრძლივი სიცოცხლის ფუნდამენტს ხომ ჯანმრთელი და ღრმა ძილი განაპირობებს. სინამდვილეში, დღეში 8 საათი ძილი არაა აუცილებელი, იმიტომ, რომ ყველაფერი, მათ შორის ძილის დროც ინდივიდუალურია. მთავარია გაღვიძებისას თავს გრძნობდეთ მხნედ და ჯანმრთელად.

ნანა ჯოხარიძე

კომენტარები
Загрузка...

დატოვე პასუხი