პატარა ანასტასია ზაალიშვილი თურქეთის კლინიკაში გარდაიცვალა. გავრცელებული ინფორმაციით, გოგონას მამას თურქეთში არ უშვებენ, დედა კი შვილის ცხედართან მარტოა დარჩენილი. მამა კვლავ სარფში იმყოფება გარკვეული ფორმალობების გამო. აი, რა ინფორმაციას ავრცელებს დედების ფონდი: „წმინდა საფლავზე მოლოცილი ვაშლებით ხელში ზის 1 კვირაა იმ იმედით, რომ მიუტანს ტატასიას და ვერ გადადის საზღვარზე. მამას შვილი ისე მოუკვდა, რომ ვერც კი ჩაეხუტა. სამართალია ეს? სად არიან ახლა სხვადასხვა სტურქტურების დამცველები? როგორ არ გააკეთეს ოჯახზე ვიზა? როგორ ბოლომდე ტანჯეს და აწამეს ოჯახი?“

ანასტასიას დედას შვილის საქართველოში სასწრაფოდ, სპეცრეისით გადმოსვენებას ითხოვს, მაგრამ ასევე გარკვეული ფორმალობების გამო, მას ღამის 12 საათამდე ამის საშუალება არ ექნება. “ახლავე გადამასვენებინეთ შვილი საქართველოში! თქვენმა ფორმალობებმა შეიწირა ჩემი ანასტასია! ხალხო, ბოლოჯერ დამიდექით გვერდით!!! შვილი უკვე მკვდარი მყავს!” _ აცხადებს გარდაცვლილი გოგონას დედა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარები

Загрузка...

დატოვე პასუხი