მეტროს საბურთალოს ხაზს მეშვიდე სამვაგონიანი შემადგენლობა დაემატა. პეკინის ქუჩის რეაბილიტაციის გამო, თბილისის მეტროს საბურთალოს ხაზზე მგზავრთა ნაკადი გაიზარდა. 

დედაქალაქის მერიის ინფორმაციით, ამ დრომდე მოძრაობდა 6 სამვაგონიანი შემადგენლობა. მოთხოვნის შესაბამისად, დილიდან დაემატა მეშვიდე სამვაგონიანი შემადგენლობა.

მათივე ინფორმაციით, სატრანსპორტო კომპანიის შესაბამისი სამსახურები დღის განმავლობაში დააკვირდებიან მგზავრთა ნაკადებს და საჭიროების შემთხვევაში, საბურთალოს ხაზს კიდევ ერთი სამვაგონიანი​ მოძრავი შემადგენლობა დაემატება. თუ ახლა მატარებლების მოძრაობას შორის ინტერვალი 4,5 -5 წუთია, ახალი შემადგენლობის დამატება გამოიწვევს მოძრაობის ინტერვალის 25 წამით შემცირებას

კომენტარები
Загрузка...

დატოვე პასუხი