,,ხალხის პარტიის” თავმჯდომარემ ალექსანდრე კობაიძემ თბილისში, წყნეთში მცხოვრები აფხაზეთიდან დევნილი სოციალურად დაუცველი მრავალშვილიანი ოჯახი ოჯახთან (მეუღლესთან და შვილებთან) ერთად მოინახულა. ალექსანდრე კობაიძემ ექვის შვილიანი ოჯახის გაუსაძლის მდგომარეობას ადგილზე დეტალურად გაეცნო და მათი პრობლემების მოსაგვარებას დაჰპირდა. ტორუების ცხრა სულიანი ოჯახი 25 კვ.მ ფართობში გაუსაძლის პირობებში ცხოვრობს. მათი ერთადერთი შემოსავალი მხოლოდ პენსია და სოციალურად დაუცველის შემწეობაა, რომელიც თვიდანთვემდე საკვებსა და კომუნალურებშიც არ ყოფნით. მათ ექვისი მცირეწლოვანი შვილი ჰყავთ, ყველაზე პატარა კი ათი თვისაა. ასევე აღსანიშნავია, რომ ოჯახის არც ერთი წევრი არ არის დასაქმებული. “ხალხის პარტიის” თავმჯდომარე ალექსანდრე კობაიძე ხელისუფლებას და ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს მიმართავს. კობაიძის თქმით ქვეყანაში მრავალშვილიანი ოჯახების დახმარება არ ხდება, რაც ჩვენი ხელისუფლების დანაშაულია. ისინი ყველას მხრიდან უყურადღებოდა და უპატრონოდაა მიტოვებული. “მოგმართავთ ხელისფლების თითოეულ წევრს მიხედეთ თქვენი ქვეყნის მოქალაქეებს და შეეშვით საკუთარი ვნებების დაკმაყოფილებას, თქვენს ირგვლივ უამარვაი ბავშვი შიმშილით კვდება. 94 410 ადამიანი კი თბილისში სოციალურად დაუცველის სტატუსისს ატარებს, აქედან 31 243 ბავშვია. 39251 ბენეფიციარი იკვებება უფასო სასადილოში,7030 მოქალაქეზე მეტი კი ერთ წელზე მეტია ელოდება რიგს. სამწუხაროდ ეს ჩვენი ქვეყნის რელობაა, ჩვენი ხელისუფლება კი მხოლოდ მათ იმიჯზე ზრუნავს და ტელევიზიებიდან გვმოძღრავენ და ქვეყნის წინსვლაზე გვესაუბრებიან.”-განაცხადა “ხალხის პარტიის” ლიდერმა ალექსანდრე კობაიძემ.

კომენტარები
Загрузка...

დატოვე პასუხი