“2012 წლის 1 ოქტომბრამდე ალბათ ძალიან კოშმარულ სიზმარშიც ვერ ნახავდით დღევანდელ მწარე რეალობას, რა დღეშიცაა ჩავარდნილი ქვეყანა და ხალხი. პრაქტიკულად, ეს არის უფსკრული, რომლის იქით აღარ არის გადარჩენის გზა და ამ დრო რას აკეთებს ხელისუფლება? იგი მისცემია განცხრომას და არაფრის მთქმელი  განცხადებებით ნერვებს უშლის ხალხს. ვისღა ახსოვს დაკარგული ტერიტორიები, ან ის, რომ თბილისიდან რამდენიმე კილომეტრში მტრის ჯარია განლაგებული. ვის ახსოვს მავთულხლართით გადაღობილი ქვეყანა და საზღვრისპირა სოფლებში მიტოვებული მოსახლეობა? ტოტალური უმუშევრობით შეწუხებული ხალხი, რომლებიც  თავს იკლავენ ან  ოჯახების გადასარჩენად ემიგრაციას აფარებენ თავს. იცლება ქვეყანა.  მთავრობამ ასევე დაივიწყა  პენსიონერები, ბავშვები… დღეს მათი უმნიშვნელოვანესი  პრობლემა ღორების პასპორტიზაციის საკითხის გადაწყვეტა და ეროვნული ვალუტის დასამარებაა.

ქვეყანაში სადაც ბავშვები და მოხუცები შიმშილობენ, ხელისუფლება დაკავებულია ღორებზე კანონშემოქმედებითი მუშაობით, ამ ხელისუფლების ჩრდილოვანი მმართველი ოლიგარქი კი ხეების გლეჯვით. ალბად არ არსებობს მსოფლიოში არცერთი ნორმალური ქვეყანა, სადაც ხალხი ასეთი ხელისუფლების გადადგომას არ მოითხოვდა. მითუმეტეს იმ ფონზე, როდესავ ისინი  გაყალბების გზით კვლავ მოდივიდნენ  ხელისუფლებაში.

შეაჯამეთ 2012 წლიდან დღემდე ქართული ოცნების ხელისუფლებაში ყოფნის შედეგები და ასეთ სურათს მიიღებთ: გაძვირებული ფასები, ტარიფები, გაუსაძლისი მძიმე სოციალური მდგომარეობა, გრაფიკი წყალზე, ელექტროენერგიაზე, მოუვლელი სოფელი, უპატრონო ქალაქი, დაცარიელებული საქართველო, მიწასთან გასწორებული ქვეყნის ეკონომიკა, გარდაცვლილი ეროვნული ვალუტა… ამ ფონზე კი მტერთან დითირამბების მომღერალი, ხალხის ზურგზე მილიონების მშოვნელი, ბედნიერი ოლიგარქი, ხელისუფლება და ღორი დინგზე პასპორტითპი.

ყოველივე ამის შემდეგ, ქვეყნისა და ხალხის  მკვლელი ხელისუფლება უნდა გადადგეს!” _ აცხადებს ლეიბორისტული პარტიის წევრი, ნათია შარაშენიძე.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარები

Загрузка...

დატოვე პასუხი