,,თამაზ ელიზბარაშვილის ცხოველთა თავშესაფრის“ შესახებ რეგულარულად ვრცელდება ჭორი, თითქოს თავშესაფრის მეპატრონე თამაზ ელიზბარაშვილი სახელმწიფოსგან და სხვა ორგანიზაციებისგან დაფინანსებას და გრანტებს იღებდეს. ამ საკითხთან დაკავშირებით ბატონი თამაზი მიმართავს საზოგადოებას:

,,მე, თამაზ ელიზბარაშვილი, მთელი ქვეყნის გასაგონად ვაცხადებ, რომ სახელმწიფოსგან ან სხვა ორგანიზაციისგან არასოდეს არანაირი დაფინანსება არ მიმიღია. მე მხოლოდ ერთი კაცი ვინახავ ცხოველთა თავშესაფარს წლების განმავლობაში. ის ჭორები, რომ თითქოს მე სახელწიფო მეხმარება ან გრანტებს ვიღებ, სრულიად უსაფუძვლოა. ვინც ასეთ ჭორს ავრცელებს ყველას გასაგონად ვამბობ, წარმომიდგინეთ ერთი დოკუმენტი მაინც, რომ მე გრანტებს ვიღებ, ან მთავრობა მაფინანსებს. ერთხელ და სამუდამოდ შეწყვიტეთ ცილისწამება და ბინძური ჭორების შეთხზვა!“

კომენტარები
Загрузка...

დატოვე პასუხი