საპატრიარქოს იურისტი ედიშერ ქარჩავა მეუფე პეტრე „ეკლესიიდან გაშვებას“ მოითხოვს.

„თუ არ დადგება ეს საკითხი, თვითონ მე დავაყენებ წმინდა სინოდზე მეუფე პეტრეს ეკლესიიდან გაშვების საკითხს. მეუფე პეტრეს, რა თქმა უნდა, ჰყავს თავისი მხარდამჭერები და კარგი იქნება, თუ სრული ლუსტრაცია მოხდება და გამოავლენს ყველა, ვინ ვის უჭერს მხარს. აქ არის ორი მხარე: ერთი კათოლიკოს-პატრიარქი და დედა ეკლესია, მეორე მხრივ, მეუფე პეტრე და მისი მხარდამჭერები, რომლებიც ებრძვიან დედა ეკლესიას. ამიტომ ვინც პატრიარქის გვერდზე არ დადგება, ის იქნება ჩვენი არაკეთილმოსურნე და მათ მოუწევთ მართლმადიდებელი ეკლესიის რიგების დატოვება“, – განაცხადა ედიშერ ქარჩავამ.

პატრიარქის იურისტის თქმით, იწყება „ანტიპატრიარქისტების“ გამოვლენას, რა კონტექსტშიც ქარჩავა მეუფე პეტრეს და პატრიარქის დაცვის ყოფილ უფროს, სოსო ოხანაშვილს ასახელებს

წყარო “ინტერპრესნიუსი”

კომენტარები
Загрузка...

დატოვე პასუხი