დედაქალაქში გამოყოფილი იქნება კონკრეტული ლოკაციები, სადაც რეგიონებიდან ჩამოსულ ადამიანებს შესაძლებლობა ექნებათ, მათ მიერ წარმოებული პროდუქტები გაყიდონ – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, კონკრეტული ლოკაციების შესახებ განცხადებას მერია ხვალ გააკეთებს.

“რაც შეეხება საახალწლო დღეებში გარევაჭრობას, ჩვენ ხვალ გავაკეთებებთ განცხადებას. მოცემული იქნება კონკრეტული ლოკაციები, სადაც რეგიონებიდან ჩამოსულ ადამინებს ექნებათ შესაძლებლობა მათ მიერ წარმოებული პროდუქტები გაყიდონ”, – განაცხადა კალაძემ.

საახალწლო ღონიძისძიებებთან დაკავშირებით კალაძემ დღეს ბრიფინგი გამართა. მერის თქმით, სადღესასწაულო კონცერტები გაიმართება დედაქალაქის სამ რაიონში: გლდანში, სამგორსა და ძველ თბილისში. დედაქალაქში მთავარი ნაძვის ხე კი 15 დეკემბერს აინთება. კალაძემ ასევე აღნიშნა, რომ წლევანდელ საახალწლო კონცერტებში ძალიან ბევრი მომღერალი მიიღებს მონაწილეობას.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარები

Загрузка...

დატოვე პასუხი