ჩემთვის, როგორც კიდევ ბევრი ადამიანისთვის უნივერსიტეტში სწავლამ ჩაიარა მტკიცე რწმენით,რომ ნიშნები ყველაფერს წყვეტენ. პედაგოგები და მშობლები გვიმტკიცებდნენ, რომ მაღალი მოსწრება გააღებს შენს წინაშე ამ სამყაროს ყველა კარს. მაღალი ქულა – ეს გასაღებია წარმატებული ცხოვრებისთვის. და მე ბრმად ვუჯერებდი მათ სიტყვებს .მე მახსოვს დრო, როცა სწავლით ჩემი თავი ცოცხალ – მკვდარი მდგომარეობისკენ მიმყავდა, მხოლოდ იმის გამო, რომ გამოცდაზე მაღალი ქულა მიმეღო.  და მე მეჩვენებოდა, რომ ამ ყველაფერს აზრი აქვს, მაგრამ ახლა … მე არ ვისურვებდი, რომ ჩემი შვილი ისევე თავდაუზოგავად სწავლობდეს, როგორც ოდესღაც მამამისი.
ეს უცნაურად ჟღერს, მაგრამ ახლა აგიხსნით ჩემს პოზიციას.

არასდროს და არავინ მეკითხებოდა ჩემს ნიშნებზე

არცერთი დამსაქმებელი დაინტერესებულა ჩემი უნივერსიტეტის ნიშნებით!
არც ერთ რეზიუმეში შემხვედრია გრაფა <<მოსწრება>>, მაგრამ ყველგან, გამონაკლისის გარეშე იყო აუცილებელი პუნქტი – <<მუშაობის გამოცდილება>>.
კიდევ უფრო განმაცვიფრებელია ის ფაქტი, რომ ჩემი კომპიუტერული უნარ – ჩვევები და სპორტული მიღწევები მმატებენ <<წონას>> ახალი სამსახურის დაწყებისას, ვიდრე ჩემი ათიანები დღიურში.

მე დამავიწყდა ყველაფერი, რაც უნივერსიტეტში ვისწავლე

ჩემი მეხსიერება მოწყობილია განსაკუთრებული გზით, გამოცდის შემდეგ ცოტა ხანში მთელი მასალა მავიწყდებოდა. როცა პირველად პრაქტიკაზე მივედი, მაშინ მივხვდი, რომ უნივერსიტეტში, თურმე არაფერი მისწავლია. თუმცა ჩემი ნიშნები საწინააღმდეგოს იძახდნენ. ჩემს თავში ნამდვილი ქაოსი იყო, ცოდნის ნაწყვეტები, რომლებიც არ ვიცოდი სად და როგორ გამომეყენებინა. როგორც აღმოჩნდა, უნივერსიტეში ნასწავლი 5 წარმატებული წელი არ მაძლევდა უპირატესობებს <<ნაკლებად>> განათლებული ადამიანების წინაშე.
საბოლოო ჯამში, მხოლოდ პირველი 2 თვის პრაქტიკის შემდეგ მე უფრო სასარგებლო ცოდნასა და მეტ უნარ-ჩვევებს დავეუფლე, ვიდრე წინა 5 წლის განმავლობაში. ღირდა კი დაძაბულობა მთელი ამ წლების განმავლობაში?

,,კარგმა ნიშნებმა>> ჩემი ჯანმრთელობა დააზიანა

 ვისაც სწრაფად შეუძლია შეისრუტოს ინფორმაცია, მე მათ რიგებს არ მივეკუთნები, თავში რომ რამე ჩამედო, ამისათვის მიწევდა საათები დაზეპირება. სესიების წინ 12-15 საათს ვმეცადინეობდი დღე-ღამეში, და მახსოვს როგორ ვითიშებოდი მაგიდასთან, საზოგადოებრივ ტრანსპორტში, იმიტომ რომ ძილი მაკლდა.
ქრონიკული დაღლილობის გამო, არაპროდუქტიული გავხდი, თავში არაფერი შემდიოდა, ხელები საქმეს აღარ აკეთებდა, დღე თითქოს ბინდში გადიოდა. დღეს ძალიან მიკვირს, როგორ ვაძალებდი ჩემ თავს იმას რაზეც გული მერეოდა და რატომღაც მჯერა, რომ ამას მეორედ ვერასდროს გავიმეორებ.

მე არ მეცალა სხვა ადამიანებისთვის

უნივერსიტეტში შესაძლებლობების უსააზღვრო რაოდენობა მქონდა დავკავშირებოდი ქსელით უამრავ საინტერესო ადამიანს, მაგრამ მე ეს არ გავაკეთე. სწავლა და სწავლაზე ფიქრი იკავებდა თითქმის მთლიან დროს, მე ის პირადი საქმეებისთვისაც და მეგობრებთან შეხვედრისთვისაც კი არ მრჩებოდა. ყველაზე სასარგებლო რასაც უნივერსიტეტი გვთავაზობს ეს არის ქსელი. უნივერსიტეტი ეს პლაცდარმია ახალი ურთიერთობებისთვის.

მე დავაფიქსირე ძალიან საინტერესო ფაქტი, ის ადამიანები რომლების სულის კამპანიას ეკუთნოდნენ, დღეს ძალიან კარგად არიან მოწყობილები. მეორე შანსი რომ მქონდეს, აუცილებლად მეტ დროს დავუთმობდი, სტუდენტურ აქტივობებს, წვეულებებს. წითელ დიპლომს კი სიამოვნებით გავცვლიდი ყველაზე გახსნილი ადამიანის ცოდნაზე.

ყველაფერი რასაც დღეს ჩემთვის ფული მოაქვს, უნივერსიტეტის გარეთ ვისწავლე

ეფექტური შესწავლა შესაძლებელია მხოლოდ მაშინ როდესაც არსებობს ინტერესი. თანამედროვე განათლება ამ ინტერესს კლავს. დისქავერიზე რამდენიმე საათის ყურების შემდეგ უფრო მეტს გავიგებ სამყაროზე, ვიდრე 15 წლიანი სწავლის შემდეგ. ასე ვისწავლე 1.5 წელიწადში ინგლისური, როცა გამიჩნდა ინტერესი, თუმცაკი 8 წელი სკოლაში და კიდევ 5 უნივერსიტეტში ვსწავლობდი. მე ვისწავლე ჩემი აზრის დაფიქსირება ფურცელზე არა რუსულის გაკვეთილის, არამედ ჩემ საკუთარ ბლოგზე, როგორიცაა მაგალითად LifeHacker.

აი, ის რჩევები რომელსაც მე ჩემს შვილს მივცემ, როდესაც ის სკოლაში წავა

  9-სა და 10- ს შორის იმდენად პატარა განსხვავებაა, რომ არამგონია, ეს შენს ცხოვრების ხარისხს დაეტყოს, მაგრამ ათებზე რომ ისწავლო გმართებს უფრო მეტი ძალისხმევა. შენს ანგარიშებს ხომ შენი უნარები იხდიან და არა ნიშნები ფურცელზე. დააგროვე გამოცდილება და არა ნიშნები. რაც უფრო მეტი გამოცდილება გაქვს სხვადასხვა სფეროში მით უფრო დიდ ფასეულობას წარმოადგენ. წითელი დიპლომი ვერ მოგცემს იმას, რასაც გავლენიანი ნაცნობობა, მეტი ყურადღება დაუთმე ახალ ურთიერთობებს და კომუნიკაციას ახალ ადამიანებთან, სწორედ მათ შეუძლიათ გაგიღონ ყველა კარი, მაგრამ არა დიპლომს. დაკავდი იმით და ისწავლე ის, რასაც შენთვის აზრი აქვს და არა ის, რასაც შენგან სხვები ელიან. მხოლოდ ინტერესის შემდეგ შეიძლება, რეალური რაღაც დიდს მიაღწიო.
ეს სტატია თქვენი მონაწილეობის გარეშე ვერ დასრულდება, მე წამოვჭერი ძალინ სერიოზული თემა, და დარწმუნებული ვარ, გამოჩნდებიან ადამიანები, ვინც მხარს დამიჭერს და ისინიც, ვინც არ ეთანხმება ჩემს მოსაზრებებს.

წყარო: einteres.ge

კომენტარები
Загрузка...

დატოვე პასუხი