თავშესაფრის მეპატრონეს, თამაზ ელიზბარაშვილს, სოციალური ქსელის საშუალებით დაუკავშირდა ქალბატონი, რომელმაც გარდაბნის რაიონის სოფელ ნორიოში მყოფი ძაღლის ისტორია უამბო: ,,გამარჯობა, ბატონო თამაზ, დღეს ვიყავი ნორიოში და ეს ძაღლი დამხვდა ნაგვის ურნასთან. წინა თათი აქვს ნატკენი. ძალიან სევდიანი თვალები აქვს. მე ნორიოში მყავს მამა და მის სანახავად ვიყავი იქ. მისგან ვიცი, რომ ეშინიათ ამ ძაღლის და მოკვლასაც უპირებენ. ძალიან მეცოდება, შეშინებულია. მე სახლიდან წამოვუღე რაც შემეძლო. იქვე გაჩერებაა და ხალხი ტრანსპორტს ელოდება ხოლმე. დიდი ალბათობაა, რომ მართლა დაუშაონ რამე. ადგილს, სადაც ეს ძაღლი წევს ,,მზიურის შესახვევი“ ეწოდება. დაფაზე აწერია კიდევაც. ეს ძაღლი არავის არაფერს არ უშავებს. გთხოვთ, მიუსწარით და გადაარჩინეთ“. ბატონმა თამაზმა მისწერა ძაღლის ბედით შეწუხებულ ქალბატონს: ,,1. ძაღლის მოკვლა კანონით ისჯება. 2. ერთი ნორმალური ადამიანი არ ცხოვრობს იქ, ვინც მივა ძაღლთან, იქიდან დაგვირეკავს ვხედავ ძაღლსო? მაშინვე გავაგზავნით ჩვენს მაშველებს, რომლებსაც გზიდან სატელეფონო კავშირი ექნებათ ამ ადამიანთან.“ პასუხმა რომ დააგვიანა, ბატონმა თამაზმა სამაშველო ჯგუფი გაუშვა მითითებულ ადგილზე, მაგრამ იმ ტერიტორიაზე ძაღლი ვერ იპოვეს. მივმართავთ ნორიოელებს, რომ არ მოკლან ეს უწყინარი ძაღლი, თუ სადმე დაინახავენ მას, არ მიატოვონ, შეგვატყობინონ. 15-20 წუთში ჩვენი სამაშველო ჯგუფი მივა ადგილზე, თავშესაფარში გადმოიყვანენ და დავიწყებთ მის მკურნალობას.

წყარო: თამაზ ელიზბარაშვილის ძაღლების თავშესაფარი

კომენტარები
Загрузка...

დატოვე პასუხი