პოეტი მიშო ტყებუჩავა რამდენიმე დღეა საქართველოში დაბრუნებას ითხოვს, მაგრამ ვერ ახერხებს. მან სოციალურ ქსელში საპროტესტო პლაკატებიც გამოფინა წარწერებით – „წამიყვანეთ სახლში”. იგი ინდოეთში, გოაზე იმყოფება და ავიაკომპანია “ფლაი დუბაის” გულგრილობაში ადანაშაულებს. ამის გამო კი მესამე დღეა შიმშილობს. დედამისი, თამარ ლორთქიფანიძე ინოდოეთიდან შვილის დასაბრუნებლად დახმარებას ითხოვს. ის აცხადებს, რომ ავიაკომპანიამ მის შვილს საქართველოში გამომგზავრებაზე ჯერ ელქტერონული ვიზის პირობების დარღვევის გამო უთხრა უარი, შემდეგ კი მიზეზად თვითმფრინავში უადგილობა დაასახელა.

დედა ამბობს, რომ მიშო ტყებუჩავა ინდოეთში ოპერატორთან ერთად წავიდა. ოთხი ქვყენა – ინდოეთი, ტაილანდი, მალაიზია და შრილანკა მოიარეს და უნიკალური, ექსკლუზიური მასალა მოჰქონდათ. მიშომ ინოდოეთში აიღო ტაილანდის ვიზა, იქიდან შრილანკში ჩავიდა, შემდეგ მალაიზიაში და ბოლოს ისევ ინდოეთში, გოაში. ინდოეთიდან საქართველოში დასაბრუნებლად ელქტრონული ვიზა ჰქონდა, მაგრამ ავიაკომპანიამ გამოფრენის საშუალება არ მისცა. მათ უთხრეს, ელექტრონული ვიზით რომ იყავი წასული, ინდოეთი არ უნდა დაგეტოვებინაო. ამის შესახებ კი ჩემი შვილი გაფრთხილებული არ იყო. 29-ში უნდა ჩამოსულიყო, მერე 2-ში ჰპირდებოდნენ, მაგრამ გადატვირთული ავიარეისების გამო ვერ ბრუნდება. მესამე დღეა შიმშილოს და სახლში დაბრუნებასს ითხოვს. სანამ თვითმფრინავში არ ჩავჯდები, არ შევჭამ არაფერსო. საქმეში ჩართულია საქართველოს ელჩი ინდოეთში, აცხადება ტყებუჩავას დედა.

 

 

დატოვეთ კომენტარი

კომენტარები

Загрузка...

დატოვე პასუხი