საზოგადოება

,,წავიდა…. ესე, ჩუმად და მარტო” _ ადვოკატმა გარდაცვლილ კოლეგას გულისამაჩუყებელი ლექსი მიუძღვნა

ადვოკატმა ანა ჯალაღონიამ გარდაცვლილ კოლეგას, ადვოკატთა ასოციაციის სასწავლო ცენტრის დირექტორს, თინა ქარსელაძეს გულისამაჩუყებელი ლექსი მიუძღვნა.

მას …
წავიდა ,ესე, ჩუმად და მარტო …
დეკემბრის ცის ფერს ეწვია სევდად..
ყველა ოცნების იმედი დათმო,
გულისკარ როცა დაობდა ბედთან …

სარკმელთან ჩიტი ამბობდა სათქმელს,
კარებთან ნიავს უნდოდა სტვენა,
ეს გული მაინც იტევდა რამდენს,
ღიმილიანი თვალების ჩვევად…

ოთახი,კარი … ბინდი თამბაქოს..
უკვე ყველაფერს ქვია სახელი…
როგორ შეძელი ყველამ დაგკარგოს,
მეც უნდა მეთქვა იცი რამდენი…

სულ ერთი ღერი კიდევ და მორჩა…
თვალებს შერჩებათ წამწამზე ცრემლი ,
შენ დაგიტოვა ის ბოლო კოცნა,
და მერე სიკვდილს მიენდო მთელი…

წავიდა, ისევ სრული და მარტო.. .
გაუყვა ზამთრის ქუჩებს სუსხიანს …
ყველა ტკივილის მალამო დათმო,
ფინჯანში ყავაც არ დაუცლია…
წავიდა….ესე,
ჩუმად და მარტო..
/ანა /

შეგახსენებთ, რომ გარდაიცვალა ადვოკატთა ასოციაციის სასწავლო ცენტრის დირექტორი – თიკო ქარსელაძე. ქალბატონმა თიკომ უდიდესი როლი ითამაშა ადვოკატთა ასოციაციის განვითარებაში. ნათელში იყოს მისი სული.

euronews.ge -ს დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი ნელი ვარდიაშვილი მწუხარებას გამოთქვამს მომხდარის გამო, სამძიმარს უცხადებს განსვენებულის ოჯახსა და საქართველოს ადვოკატთა ასოციაციას.

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close