საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია წინ აღუდგა ნათელა გოდერიძისა და მზევინარ კოსტავას მიმართ განხორციელებულ  ინტენსურ დევნას. ასოციაციის თავმჯდომარე, ზაზა ხატიაშვილი კოლეგების დასაცავად  საპროტესტო აქციებს აანონსებს.

„ადვოკატების ისნტიტუციონალური დევნა დაიწყო ხელისუფლებამ და 26 დეკემბერს  პოლიტიკური ნიშნით დააკავა ორი ადვოკატი, ნათელა გოდერიძე და მზევინარ კოსტავა. მე, ზაზა ხატიაშვილი  ამას ასე არ დავტოვებ და დავიწყებ აქციებს  ევროპიდან.  7 თებერვალს მაქვს პარიზში, საქართველოს საელჩოს წინ აქცია ფრანგ ადვოკატებთან ერთად, მერე მოვყვები  და ძალიან ცუდ დღეში ჩავარდება ხელისუფლება, თუ ადვოკატების დევნას თავს არ დაანებებს.“ _ განაცხადა ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარემ, ზაზა ხატიაშვილმა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარები

Загрузка...

დატოვე პასუხი