სანდრო ბრეგაძე, ქართული მარშის ლიდერი:

_ ღალატი !!! სერგო ორჯონიკიძის შემდეგ ასეთი ღალატი არავის ჩაუდენია !!! მთავრობამ ოფიციალურად გამოაცხადა, რომ ყიდის საქართველოს რკინიგზას !!! დადასტურებული ინფორმაციით რკინიგზის გაყიდვას მოყვება აფხაზეთის რკინიგზის გახსნა და სოჭი-ერევნის ხაზის გახსნა !!! რკინიგზის გახსნიდან აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარებამდე ერთი პატარა ნაბიჯია !!! ევროპის უამრავ ქვეყანაში რკინიგზა სახელმწიფოს საკუთრებაშია, რადგან რკინიგზა არის ქვეყნის სტრატეგიული ობიექტი, რომელზეც მოძრაობს არა მარტო მგზავრები და კომერციული ტვირთები, არამედ სამხედრო-საიდუმლო მატარებლების შემადგენლობები !!! ძალიან გთხოვთ-არ დავუშვათ საქართველოს რკინიგზის გაყიდვა,აფხაზეთის რკინიგზის გახსნა და ამ აქტით აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარება !!!

კომენტარები
Загрузка...

დატოვე პასუხი