პორტალ on.ge-ს მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, ცსკ-ს თავმჯდომარის, თამარ ჟვანიას 2016 წლის ანაზღაურებამ, 197 308 ლარი შეადგინა, აქედან თანამდებობრივი სარგო 101 598 ლარი იყო. ”მედაიტორის” ცნობით კი თამარ ჟვანიამ პრემიის სახით 31 900 ლარი აიღო, დანატმა კი 63 810 ლარი შეადგინა.

აღნიშნულ ინფორმაციაზე თამარ ჟვანიამ ასეთი კომენტარი გააკეთა:

“საარჩევნო პროცესი 10 თვის განმავლობაში მიმდინარეობდა და ეს ამ ხნის განმავლობაში გაწეული შრომისთვის ჩვეულებრივი ზეგანაკვეთურია, მხოლოდ ცესკო-ს თავმჯდომარე კი არა ყველა ასე მუშაობს. ეს ჩვეულებრივი საჯარო ინფორმაციაა. ჩემს დეკლარაციაშიცაა მითითებული. ყველაფერი კანონის ფარგლებშია მოქცეული. ამასთან დაკავშირებით კომენტარი არაერთხელ გამიკეთებია. ვერ ვხვდები ეს ახლა რატომ გახდა ახალი ამბავი”.

თამარ ჟვანიას პრემია-დანამატებთან დაკავშირების თემას გამოეხმაურა ცოტნე გამსახურდიაც და ფეისბუქის საკუთარ გვერდზე ასეთი კითხვა დასვა:

,,ვინმე ამიხსნით, რაში იღებს თამარ ჟვანია დღეში, დიახ – დღეში, შვიდას ლარს?! რას აკეთებს ამისთანას ეს ურცხვი დედაკაცი?!”

დატოვეთ კომენტარი

კომენტარები

Загрузка...

დატოვე პასუხი