ციცინო ცხვედიანი, ადვოკატთა ასოციაციის ეთიკის კომისიის თავმჯდომარე:

_ აქ რომ ერთი ამბავია ატეხილი და ლამძღავენ ყველა იმ მოსამართლეს, რომლებმაც ,,რუსთავი 2-ის” საქმე განიხილეს და მიწასთან ასწორებენ უზენაეს სასამართლოს, მე პირადად, არ ვარ დარწმუნებული, რომ სტრასბურგის სასამართლოს ყველა მოსამართლე უფრო პროფესიონალი და მიუკერძოებელია, ვიდრე ჩვენი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეები.
რაღაც არაფერი მსმენია სტრასბურგში საქართველოს წარმომადგენლის პროფესიონალიზმსა და ობიექტურობაზე და დანარჩენი მოსამართლეებიც თავიანთი ქვეყნებიდან როგორები და რა ნიშნით შეირჩნენ, ვიცით?

 ,,იმედზე” 6 წელი ხმა არ ამოიღეს, ,,რუსთავი 2″-ზე წამიერი რეაქცია ჰქონდათ. იქ ფიზიკურად დაარბიეს ტელევიზია, აქ სასამართლოს ფარგლებში ქონებრივი დავა მიმდინრეობდა, მაგრამ ამ დავას მიანიჭეს პრიორიტეტი. შეიძლება საბოლოო გადაწყვეტილება სწორად მიიღონ და დაასაბუთონ კიდეც, მაგრამ ჯერჯერობით თვალშისაცემად არაობიექტურობაა.მე ეს არ მომწონს, როგორც ადვოკატს, ისე კი, ვინ იქნება ,,რუსთავი 2″-ის მფლობელი, ჩემთვის მნიშვნელობა არა აქვს, მთავარია, გადაწყვეტილება იყოს კანონიერი და დასაბუთებული.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარები

Загрузка...

დატოვე პასუხი