,,გამოჩნა კონკრეტული ინვესტორი, რომლისთვისაც პრიორიტეტს არ წარმოადგენს ყადარის მოხსნა. ჩვენ, რა თქმა უნდა, აქტიურ რეჟიმში ვმუშაობთ, რათა შეთანხმებას მივაღწიოთ და მიღებული გადაწყვეტილება ყველასთვის საუკეთესო გამოსავალი იყოს. ცხადია, ამოსავალ წერტილად დაზარალებულები არიან, ძალიან მნიშვნელოვანია მათი დრულად დაკმაყოფილება, თუმცა როგორც ვიცით, საქმე ძალიან რთულია. აქ არ არის კონკრეტულად 1 დაზარალებული, საქმეში ათასობით პირი განიხილება”, – უთხრა “პირველს” ცუცქირიძემ.
  “ცენტრ პოინტის” დამფუძნებელ მაია რჩეულიშვილს გირაოს უზრუნველსაყოფად არსებული 250 000 ლარის ქონება ჩამოართვეს. საუბარია 250 000 ლარის ღირებულების მიწის ნაკვეთზე, რომელიც ბრალდებულს ერთ-ერთ ეპიზოდზე გირაოს სახით ჰქონდა შეფარდებული. შპს “ცენტრ პოინტის” საქმეზე ბრალდებულები მაია რჩეულიშვილი და რუსუდან კერვალიშვილი სასამართლომ დამნაშავედ სცნო და მათ, 4-4 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. რუსუდან კერვალიშვილის და მაია რჩეულიშვილის საქმის განხილვა თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარეობდა თითქმის ოთხი წლის განმავლობაში.
წყარო: Pia.ge
კომენტარები
Загрузка...

დატოვე პასუხი