რა კომენტარებს აკეთებდით? მე, შვილმკვდარი დედა გეკითხებით, თქვენ, ვისაც უფალი გწამთ?! 
 მინდა, ჩემი, რედაქციის და შვილმკვდარი დედების სახელით, ღრმა მწუხარება გამოვხატო, 18 წლის ანგელოზი გოგონას – ნინო მახვილაძის გარდაცვალების გამო. უფალმა დაუმკვიდროს ცათა სასუფეველი ნინოს მართალ სულს! ამინ!
 სიტყვები უძლურია, ვანუგეშოთ ნუცას დედა _ მაია ასათიანი. სამწუხაროდ! ერთი ჭეშმარიტება არსებობს მხოლოდ – მაია, დღეიდან უბედური დედაა. სიცოცხლე -არსებობით შეეცვლება! სიხარული – გაუნელებელი დარდით და ტკივილით! სიცილი – სევდიანი ცრემლებით! ბედნიერება – შავ ფერებში გარდასახული დარჩება მხოლოდ შვილის უკიდეგანო მონატრების, მოფერების, ჩახუტების, ალერსის, მზრუნველობის…. და, შვილთან მალე შეხვედრის უკანასკნელ იმედად. მარტოსულად დარჩენილს, მხოლოდ და მხოლოდ წარსული, ფიქრები, გახსენება და მონატრება – არ მიგატოვებს. „დანაშაულის” უსაზღვრო და ამოუცნობი განცდაც, მუდამ მასთან იცხოვებს,ქვეცნობიერში….
 პირველ „დამნაშავეს” დაუწყებს ძებნას, მის განვლილ ცხოვრებაში და, თუ, ვერაფერს ვერ მოიძიებს ”ხელჩასაჭიდს”, მაინც შესძაგდება საკუთარი თავი და სამყარო!. კიდევ უფრო მეტად მოეძალება ბოღმა, ეჭვები, სიძულვილი იმ „დამნაშავეების” მიმართ, ვისაც კი, მისი შვილისათვის, დაბადებიდან -გარდასახვამდე(რაიმე ფორმით) გული უტკენია…
 შვილმკვდარ მშობელს, „უფლის სამსჯავრომდე” მხოლოდ ერთი სატანჯველი კითხვა რჩება პასუხგაუცელელი: რატომ დავისაჯე უფალო, რა დავაშავე???….
  ყოველი გასული დღე, რაც გვახარებს ჩვენ არის შემოკლებული გზა იმ „სოფლისაკენ”, სადაც ჩვენი მართალი შვილები ჩვენზე ლოცულობენ, მაგრამ მაინც -სულმოუთმენლად გველოდებიან!!! ცათა სასუფეველში, სანთელი და ნათელი არ მოგკლებოდეთ შვილებო! დიდება უფალს! მალე შეხვედრამდე ჩემო მონატრებულო, 26 წლის ვაჟკაცო….

იამზე კიკნაძე

დატოვეთ კომენტარი

კომენტარები

Загрузка...

დატოვე პასუხი